ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

ბათუმის "დინამომ" 22 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ალეფ სანტოსი დაიმატა, - ამის შესახებ კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა.

"წარმოგიდგენთ "დინამო" ბათუმის კიდევ ერთ ახალწვეულს. ჩვენს გუნდს 22 წლის ბრაზილიელი მცველი ალეფ სანტოსი შეემატა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა. ალეფ სანტოსი ამპლუით მარჯვენა მცველი გახლავთ. საფეხბურთო კარიერა "ვიტორიაში" დაიწყო, ბოლოს კი სკ. "მარინგას" ღირსებას იცავდა. ასევე ირიცხებოდა ბრაზილიის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში", - ვკითხულობთ "დინამოს" Facebook-გვერდზე.

ბათუმის "დინამო" საქართველო ეროვნულ ლიგაში 9 ქულით მეოთხე
პოზიციას იკავებს და დღეს, 2 აპრილს საკუთარ მოედანზე "ჩიხურას" მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალეფ სანტოსი კაია მარა ნავალოვკი რატომ არ თამაშობს!?
GEORGIAN FCDB
18:08 02-04-2019
3

სიახლეები პოპულარული