ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, "ვიტ ჯორჯიასთან" ნამატჩევს (3:0) კომენტარი "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.
"ტურის ბოლო მატჩი იყო და "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრას თავისებური დატვირთვა ჰქონდა.
დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგი გუნდია "ვიტ ჯორჯია", ჩვენთვის ყოველთვის რთული და უხერხული მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ", - ციტირებს ჭიაბრიშვილს კლუბის საიტი.