"ტორპედოს" ბრაზილიელი ლეგიონერი: მაშინ კარგი სეზონი მქონდა და ჩემით "ბარსელონა" დაინტერესდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ტორპედოს" 21 წლის ბრაზილიელმა შემტევმა რიჩარდ ლუკამ გასულ ტურში ქართული კლუბის რიგებში პირველი გოლები გაიტანა. მან გორის "დილასთან" დუბლის შესრულება მოახერხა.

პირველი გოლი ლამაზი შორეული დარტყმით გაიტანა, მეორე კი - პენალტით, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა.

ბრაზილიელმა ქუთაისელთა Facebook-გვერდთან ისაუბრა:

"7 წლის ვიყავი, ფეხბურთელობა რომ მომინდა, მაგრამ ბებიაჩემი ამის წინააღმდეგი იყო. ორი კვირის შემდეგ ის ძმას ესაუბრა და აქედან დაიწყო ყველაფერი - მისი დახმარებით ერთ-ერთ საფეხბურთო აკადემიაში ჩავირიცხე.

"სან პაულოში" ძალიან კარგი სეზონი მქონდა და ჩემით "ბარსელონა" დაინტერესდა. აგენტებთან
ერთად ესპანეთშიც ჩავედი, მაგრამ ჩემი კონტრაქტი სხვა კლუბს ეკუთვნოდა და კლუბები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. ამიტომაც ეს ტრანსფერი არ შედგა.

მქონდა ბედნიერება, რამდენიმე ვარსკვლავს შევხვედროდი - ნეიმარს, დანი ალვეშს. ბევრი ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ სამაგალითო ჩემთვის ნეიმარია. ის კარგი ფეხბურთელი და კარგი მეგობარია, რომლითაც ძალიან ვამაყობ.

მადლობა კლუბ "ტიგრესს", რომ მომცა უფლება, "ტორპედოში" მეთამაშა. აქ დიდი პოზიტივით სავსე ჩამოვედი და მინდა, კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

ძალიან მომწონს ქართული კულტურა და ხალხიც შესანიშნავია. შედარებით რთულია ქართული ენა, მაგრამ ყოველდღე ახალ სიტყვებს ვსწავლობ. აქ ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც უნდა მოვინახულო.

კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან აქ ყველამ კარგად მიმიღო. ამ კლუბში თავისი საქმის მცოდნე ხალხი მუშაობს.

ძალიან მადლიერი ვარ "ტორპედოსი", აქ კარგი გარემოა. ბრაზილიის შემდეგ კარიერა მექსიკაში გავაგრძელე, ახლა კი ევროპაში ვარ. აქ შედარებით ცივი ამინდია, სხვა ენაა, სხვა კულტურაა და კვებაც განსხვავებულია.

ადაპტაცია გამიჭირდა, რადგან ენის არცოდნის გამო კომუნიკაციის პრობლემა მქონდა, მაგრამ ვსწავლობ და მადლობა ღმერთს, ადაპტაცია მალე გავიარე.

ძალიან მიხარია, რომ ბოლო მატჩში "დილასთან" დუბლი გავიფორმე. ეს შემდეგ შეხვედრებსა და სეზონის კარგად ჩატარებაში დამეხმარება.

გულშემატკივრისგან დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობ. ზუსტად ვიცი, ჩემზე რა მოლოდინებსაც ამყარებენ და შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ წლის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ ჩემპიონობას", - ამბობს რიჩარდ ლუკა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც, რომ გვეღადავება, ბარსელონაო.DDD
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული