"დინამო" (თბ) - "საბურთალო" ციფრებში - აკაკი შულაიამ 32,1 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის საიტმა მე-5 ტურში გამართული თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩის (4:2) სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

მატჩში ყველაზე მაღალი სისწრაფე დინამოელმა აკაკი შულაიამ დააფიქსირა - 32,1 კმ/სთ. მას ოდნავ ჩამორჩნენ საბურთალოელები - გიორგი დიასამიძე (31,8 კმ/სთ) და სანდრო ალთუნაშვილი (31,7 კმ/სთ).

ყველაზე დიდი მანძილი ასევე დინამოელმა გიორგი პაპავამ დაფარა - 12,125 კმ. მის შემდეგ „დინამოში“ საუკეთესო შედეგები გუჯა რუხაიამ (11,3 კმ) და ლევან შენგელიამ (11,2 კმ) აჩვენეს.

რაც შეეხებათ საბურთალოელებს, სამეული ასეთია: სანდრო ალთუნაშვილი (11,8 კმ), გიორგი დიასამიძე (11,7 კმ) და
თორნიკე გორგიაშვილი (11,6 კმ).

აჩქარებებში უპირატესობა დინამოელებს დარჩათ: აკაკი შულაია (25 სპრინტი), ლევან შენგელია (18 სპრინტი) და გუჯა რუხაია (17 სპრინტი).

მკითხველის კომენტარები / 6 /
სრულიად გეთანხმები,,ისეთი ვაჭარი როგორიცაა გუცეევი მცოლოდ გამორჩენაზეა
იკა-ს
23:13 21-04-2019
0
მოეშვით რა ამ თითქოს გამორჩეულ საუბრებს.. ნუ აქუცმაცებთ საქართველოს კუთხეების მიხედვით.. ბევრგან ვნახე ეწერა, მეგრელებიო ასეთები ვართო, ისეთებიო, ყველაზე მაგრებიო, ნაკრებშიც სულ ჩვენ ვართო!! როგორ ვერ ვიტან ეგეთ უაზრო კომენტარებს, უნდა ჩაახედო და შეადარო, რომელი დინამო უფრო კარგი იყო, აფხაზი ქეცბაია-დარასელიას-ღოღობერიძის, თბილისელი ყიფიანი-მესხი-გუცაევი-ჩივაძე-ძოძუაშვილის-ქინქლაძის-არველაძეების-კობიაშვილის-ცხადაძის, სამტრედიელი კალაძის, გურული პაიჭაძის?! (გაბელია და ხურცილავა მახსენდება მხოლოდ მეგრელები რატომღაც).. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვინც ეწევა შოვინიზმის ამ მარტივ ფორმას, მიხვდეს იმას, რომ ასე დაქუცმაცებით ვართ რაც ვართ! ამან დაგვაკარგვინა აფხაზეთიც! იგავი ისრების კონაზე წაიკითხეთ !
ზზ
17:57 12-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული