12 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში თბილისის "დინამომ" "დილას" 1:0 მოუგო.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი კარბიამ პირველ ტაიმში შორიდან დარტყმული ბურთით გაიტანა.
თბილისის "დინამო" 16 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "საბურთალოს" 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც 13 აპრილს "ჩიხურას" უმასპინძლებს.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - დილა 1:0
გოლი: ფრან კარბია (33)
დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური, გიორგი ზარია (ბაქარ ქარდავა 75), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (დმიტრო ივანისენია 84), ლევან კუტალია, ფრან კარბია (ლევან შენგელია 60)
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
დილა (3-4-3): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა (ნუგზარ სპანდერაშვილი 65), გია ჩადუნელი, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ლევან ნონიკაშვილი (ისიფუ ლემპტი 75), ჯეიკობ ნჯოკუ (ფელიპე პაიმი 82), გურამ გოშთელიანი
მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე