ეროვნული ლიგა. IX ტური: ჯოვინო ფლამარიონიმ ბათუმის "დინამოს" გამარჯვება 93-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბათუმის "დინამომ" პირთამდე სავსე  "ანგისაზე" 2:1 მოუგო "ლოკომოტივს".

თავიდან სტუმრები კობახიძემ დააწინაურა, შემდეგ კი საპასუხო გოლი ფლამარიონიმ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

79-ე წუთზე უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით "ლოკოს" მცველი კომახიძე გააძევა და ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ. გადავიდნენ და მიზანსაც უწიეს. კომპენსირებულ დროში კუთხურის ჩაწოდებისას "რკინიგზელებმა" უხეში პოზიციური შეცდომა დაუშვეს, შორეულ კუთხეში უმეთვალყურეოდ დატოვეს ფლამარიონი, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა.

ბათუმის "დინამო" 19 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო "ლოკომოტივი" 6
ქულით მეცხრეზე.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ლოკომოტივი 2:1
გოლები: 0:1 ოთარ კობახიძე (13), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (32), 2:1 ჯოვინო ფლამარიონი (90+3)
გაძევება: ირაკლი კომახიძე (79)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი (ვალერიან თევდორაძე 46), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი (გიორგი ილურიძე 85), გაბრიელ რამოსი (თორნიკე გაფრინდაშვილი 78), ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე, თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე (დავით სამურკასოვი 87), რატი არდაზიშვილი (გიორგი გოროზია 66), ირაკლი სიხარულიძე (დავით ჯიქია 73)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
უბრალოდ, როგორი საოცარი გრძნობაა, როცა გოლს იტან ამდენი ხალხისთვის და ხალხი გიფასებს.. საოცარი გარემოა ბათუმში, საოცარი ქომაგები გვყავს მთელ საქართველოში.. გენაცვალეთ, ასე განაგრძეთ
ზუზუ
00:32 21-04-2019
2
წელს დინამო ბათუმი ჩემპიონია.
roma bejanidze
23:46 20-04-2019
5

სიახლეები პოპულარული