ეროვნული ლიგა. IX ტური: "ვიტ ჯორჯიამ" თბილისის "დინამოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გოლი შესვენების შემდეგ სეხნიაშვილმა გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავურით პერალესის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "დინამო" უტევდა, მაგრამ ვერ გაიტანა და დამარცხდა.

"დინამო" 16 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ვიტ ჯორჯია" კი 11 ქულით - მეშვიდეზე.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - დინამო (თბ) 1:0
გოლი: ზურაბ სეხნიაშვილი (53)

ვიტ ჯორჯია (3-1-4-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ზურაბ
სეხნიაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი (ირაკლი ზარიძე 83), გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური (ზურაბ ღირდალაძე 72), დავით მუჯირი (ზურაბ მუსელიანი 55)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი (ანტონიო როხანო 83), გიორგი ზარია (ფრან კარბია 46), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, დმიტრო ივანისენია (ნიკა ნინუა 73), ლევან შენგელია, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ივანისენია და იაშვილი ლეგიონერები არიან, ხომ? დანარჩენი ადგილობრივი ესპანელები და მეგრელები. )))
ჰაჰა
12:22 22-04-2019
0

სიახლეები პოპულარული