ეროვნული ლიგა. X ტური: აუტსაიდერების მატჩში "ლოკომოტივმა" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში "ლოკომოტივმა" გასვლაზე 2:0 მოუგო "რუსთავს".

დებიუტში თორნიკე კირკიტაძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ლუკა გადრანმა საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები დაწინაურდნენ. მე-60 წუთზე კი აქტიურმა კირკიტაძემ დავითაშვილის პასი მიიღო, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გაზარდა. მან თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა არ აღნიშნა.

ამის შემდეგ "ლოკომ" ზედიზედ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა - ერთხელ ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო მეორე ეპიზოდში სიხარულიძის თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

დარჩენილ დროში "რუსთავი" უხიფათოდ უტევდა და დამარცხდა.

"ლოკომოტივი" 9 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო "რუსთავი" 3 ქულით - მეათეზე.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - ლოკომოტივი 0:2
გოლები: 0:1 ლუკა გადრანი (3, საკ. კარში), 0:2 თორნიკე კირკიტაძე (60)

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, გიორგი ნარიმანიძე (ავთანდილ გუჯაბიძე 65), ლუკა სილაგაძე (კ), თემურ ჩოგაძე, ლაშა ქოჩლაძე, ფარხად გისტაროვი (ლუკა ზვიადაძე 84), ზაზა ციცქიშვილი (პაატა კიტეიშვილი 74), ლუკა იმნაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (ლაშა გვალია 56), თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე (გიორგი გოროზია 82), თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი სიხარულიძე (დავით ჯიქია 70)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული