აფერუმ ბათუმელ გულშემატკივრებს - ნამატჩევს გამარჯვება ქომაგებმა გუნდთან ერთად აღნიშნეს! [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე 0:2 მარცხდებოდა "საბურთალოსთან", მაგრამ საოცარი მებრძოლი სულისკვეთება გამოამჟღავნა, 4:2 მოიგო და გალიდერდა.

საყვარელი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს გულშემატკივრებმა, რომლებმაც პირთამდე სავსე სტადიონზე შესაშურად უქომაგეს "დინამოს".

ასეთ გულშემატკივრებს ბევრი გუნდი ინატრებდა და მათზე ალალია ახალი სტადიონი, რომელიც მალე ჩადგება მწყობრში და იმედია, მომავალ სეზონში ისინი "დინამოს" ევროტურნირებზე დაუჭერენ მხარს.

ნამატჩევს გამარჯვება გულშემატკივრებმა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვგულშევმატკივრობ ამ გუნდს, მაგარი გუნდია, სტადიონი რო ექნება ბათუმს ალბათ სულ გადაავსებენ. იმედია სხვა ქალაქებსაც გადადებენ ამ ჟილკას და მუღამს
Vasili
09:51 25-04-2019
0
ეჭვიც არ მეპარებოდა რომ დინამო მოიგებდა,მატჩამდეც დავწერე.ეს გუნდი ამ სტადიონზე სხვანაირად დამუხტული თამაშობს.გულშემატკივარს რომ უდიდესი როლის შესრულება შეუძლია მატჩზე,კარგად გამოჩნდა.გამარჯვებას კი გუნდი გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს.იქნებ სხვა ქალაქებმაც გადაიღოს მაგალითი ბათუმიდან.
რუსლანი
09:37 25-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული