ბუდუ ზივზივაძე: ემოციური მომენტი იყო, როცა მოედნიდან გასვლისას ქუთაისელი გულშემატკივარი ჩემს სახელს სკანდირებდა

AutoSharing Option
4 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, ბათუმის "დინამოსთან" მოგებულ (3:2) შეხვედრაში, ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ მეტოქის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ბუდუმ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გოლის გატანით ბედნიერია.

"დაძაბული მატჩი გამოდგა და სასიამოვნო იყო, რომ ტრიბუნები გაივსო. ფეხბურთელებს ეს განსაკუთრებულ მოტივაციას გვძენს.

გასულ ტურებში ბევრი ქულა დავკარგეთ და დღეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. "დინამო" მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ დღეს მეტოქეს ვაჯობეთ და ჩვენი გამარჯვებაც ლოგიკური იყო.

ემოციური მომენტი იყო, როცა მოედნიდან გასვლისას ქუთაისელი
გულშემატკივარი ჩემს სახელს სკანდირებდა. ძალიან ბედნიერი ვარ მსგავს შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის გატანით... მადლობა "ტორპედოს" გულშემატკივარს ამ ემოციებისთვის!"- ციტირებს ზივზივაძის სიტყვებს "ტორპედოს" Facebook გვერდი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული