ეროვნული ლიგა. XI ტური: "საბურთალომ" კაცნაკლულ "ლოკომოტივს" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "საბურთალომ" "ლოკომოტივს" 1:0 მოუგო.

"ლოკომ" მეორე ნომრად ითამაშა, პირველ ტაიმში მეტოქეს მომენტი ფაქტორივად არ შეაქმნევინა და კონტრშეტევებით პასუხობდა.

მეორე ტაიმში მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რკინიგზელთა" მცველი გურეშიძე. საქართველოს ჩემპიონი დიდი ძალებით წინ წავიდა და შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მეცადინეობით მიზანს მიაღწია - კოხრეიძის აწეულ ბურთზე მეორე სართულზე ტანმაღალმა შინდაგორიძემ მეურვე დაჯაბნა და სეზონში მე-6 გოლი გაიტანა.

"საბურთალო" 24 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო "ლოკომოტივი" 9 ქულით - მეცხრეზე.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ლოკომოტივი 1:0
გოლი: ლაშა შინდაგორიძე (79)
გაძევება: ალექსანდრე გურეშიძე (66)

საბურთალო (4-4-2): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, ლევან კაკუბავა, ბექა გვარაძე (თორნიკე გორგიაშვილი 55), გიორგი დიასამიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ანტე გი (ლაშა შინდაგორიძე 46), ოგნიენ როლოვიჩი (გიორგი კოხრეიძე 63)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია (კ), ალექსანდრე გურეშიძე, მიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა, თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე (რატი არდაზიშვილი 62), თორნიკე ძებნიაური (ლაშა გვალია 73), თორნიკე კირკიტაძე, ზურიკო დავითაშვილი (დავით სამურკასოვი 81), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო საბურტალო..ლოკომოტივი გავარდნილია რას გვანან საცოდავები,,საბურტალო საბურტალო
saburtalo
17:02 06-05-2019
1

სიახლეები პოპულარული