კახაბერ ჩხეტიანი: ჩინელი სპონსორები წავიდნენ - იმედია, უფალიც დაგვიფასებს ყველაფერს

AutoSharing Option
10 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ლოკომოტივის" დამარცხების (3:1) შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყველა საუბრობს იმაზე, რა პრობლემებიცაა გუნდში. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ეს მათ არ ეტყობათ. ისინი გულშემატკივრების გულისთვის თამაშობენ.

დიახ, არის ფინანსური პრობლემა, ჩვენი პრეზიდენტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, დღეს ღამე ჩამოდის, ხვალ გუნდს შეხვდება. როგორც მითხრა, ჩამოდის ახალი ინფორმაციით და ის იტყვის რა და როგორ იქნება მომავალში.

ვიმედოვნებ, რომ გააგრძელებს გუნდის სპონსორობას. ყველამ იცით ალბათ, ჩინელები, რომლებიც კლუბში იყვნენ, წავიდნენ და ახალი სპონსორის ძიებაში
ვართ. იმედია, ყველაფერი დალაგდება და "ტორპედო" გააგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

კარზეა მომდგარი ევროპა ლიგის გათამაშება, სადაც ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ.

ბიჭები ვარჯიშს და თამაშს აგრძელებენ, ისინი პროფესიონალები არიან. მათ ეს დაამტკიცეს, პირველი წრის შემდეგ მაინც ვერავინ ვერ წავა. ფეხბურთელებს ვუთხარი, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, თამაშის ხასიათზე არაა, ოჯახში პრობლემა აქვს, ეთქვათ, მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლომდე იხარჯებიან.

უფალიც დაგვიფასებს ყველაფერს. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩაჩავა არსად არ აუნდა გაუშვათ, სად მიდის, პირიქით, უნდა დაიჭირონ და ბოლო თეთრამდე მოატანინონ ყველაფერი. ვერ ვხვდები, სხვისი ფულებით უნდოდა პრეზიდენტობა და თავის გამოჩენა? ყველა დავუდგეთ გვერდში ტორპედოს. ან ვიღაცას ძალიან აწყობს ამ გუნდის დაშლა
ანი
09:43 13-05-2019
0
წველეს ჩინელები ამდენხანს და სანაცვლოდ რა მიიღეს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული