ეროვნული ლიგა. XII ტური: "ჩიხურამ" "ვიტ ჯორჯიას" 1:0 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ჩიხურამ" "ვიტ ჯორჯიას" 1:0 მოუგო.

პირველ ტაიმში უპირატესობას "ვიტ ჯორჯია" ფლობდა, 7-ჯერ ჩააწოდა კუთხური, მაგრამ ანგარიში ვერ გახსნა. მეორე ტაიმში "ჩიხურა" გააქტიურდა და სარდალიშვილმა შორიდან დარტყმული ბურთით თავისი გუნდი დააწინაურა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა. შემდეგ შეცვლაზე შესული მუმლაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დუელი ვერ მოუგო.

ბოლოს "ვეტერინართა" ნახევარმცველმა ვასაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და "ჩიხურამ" გაიმარჯვა.

"ჩიხურა" 18 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ვიტ ჯორჯია" 11 ქულით მერვეზე.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - ვიტ
ჯორჯია 1:0
გოლი: მიშიკო სარდალიშვილი (69)

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე (თორნიკე მუმლაძე 68), მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (დავით იონანიძე 90+1), მიხეილ ერგემლიძე, ბესო დეკანოიძე (თეიმურაზ მარკოზაშვილი 59)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ვიტ ჯორჯია (3-4-1-2): ნიკა ქავთარაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი გეთიაშვილი (კ), ალიკო ჩაკვეტაძე, რევაზ ჩიტიშვილი, დავით საჯაია (გიორგი ლაცაბიძე 61), ცოტნე მოსიაშვილი (ვანო კურდღელაშვილი 74), გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ ღირდალაძე, დავით მუჯირი (ზურაბ მუსელიანი 46)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეროზია რატომ არ იყო? ვაი თქვენს პატრონს.დალაგებულ გუნდს ურევთ ვითომ ფეხბურთის მცოდნეებო.
ზეზვა
00:23 12-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
21
13
2
6
16
41
21
12
3
6
12
39
21
10
4
7
9
34
21
6
9
6
6
27
21
7
4
10
-2
25
21
6
4
11
-29
22
21
4
7
10
-12
19
21
4
3
14
-16
15