ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

14 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის პირველი შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა. ქუთაისის "ტორპედომ"  თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გულშემატკივრებმა 5 გატანილი გოლი იხილეს.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-8 წუთზე შესანიშნავად ითამაშა ალთუნაშვილმა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა გოლი "ტორპედოს" კარში - 1:0.

ნომინალურმა მასპინძლებმა ანგარიში 32-ე წუთზე გაათანაბრეს. წიქარიძის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში ზუსტად ბუდუ ზივზივაძემ გადაგზავნა - 1:1.

საყაიმო ანგარიში დიდი ხნით არ შენარჩუნებულა, კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე გამოსვლისას როინ კვასხვაძე შეცდა და ლაშა შინდაგორიძემ თავური
დარტყმით კვლავ წინ გაიყვანა "საბურთალო" - 1:2.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოლეკსანდ აზაცკიმ ჩაჭრა საკუთარ კარში ბურთი - 1:3.

4 წუთში ქავთარაძემ დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ცარიელ კარში თორნიკე კაპანაძემ გაიტანა გოლი - 2:3.

ამის შემდეგ გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამ გამარჯვებით "საბურთალო" ეროვნულ ლიგას ჩაუდგა სათავეში.

წყალტუბო, "26 მაისი"
ტორპედო - საბურთალო
გოლები: 0:1 ალთუნაშვილი(8), 1:1 ზივზივაძე (32), 1:2 შინდაგორიძე (37), 1:3 ოლეკსანდ აზაცკი (აგ) (56), 2:3 კაპანაძე (60),

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე, დავით ხურცილავა, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე (გრიგოლ დოლიძე,59), თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე, 58), ბუდუ ზივზივაძე, ოლეკსანდ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი (გიორგი ქიმაძე, 23), მამუკა კობახიძე, რიჩარდ ლუკა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ოგნიენ როლოვიჩი, 64), ელვინ ტერა (დაჩი ცნობილაძე, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, ანტე გი (თორნიკე გორგიაშვილი, 72)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა დაგეწერათ დროებით გალიდერდა,რადგან ბათუმს ამ ტურში არ უთამაშია :)))
დიმა
18:45 14-05-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
27
17
4
6
24
55
26
17
3
6
31
54
26
11
6
8
8
39
26
7
10
9
3
31
27
7
9
11
-11
30
27
7
7
13
-11
28
27
7
6
14
-35
27
27
4
5
18
-24
17