"ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება" - ზაალ ჩაჩავა კლუბში რეორგანიზაციას ადასტურებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი რომ არის, ამას უკვე აღარავინ მალავს. ეს კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ და მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმაც დაადასტურეს.

ქუთაისელთა Facebook-გვერდი კლუბის პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს:

"პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ "ტორპედო" ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს.

რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ, ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის
რეორგანიზაცია.

ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, "ტორპედოს" ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს.

წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია.

პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ, შევინარჩუნო “ტორპედოს” ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი.

"ტორპედო" ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.

დაბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემ მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ."

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 23 ქულით მესამე პოზიციაზეა და 20 მაისს "რუსთავს" უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა უცნობია, ამ დროისთვის ფეხბურთელების რა ნაწილი იქნება დარჩენილი ქუთაისურ კლუბში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მჭედლიძემ და ოქრიაშვილმა რაც წვერი მოუშვეს მერე "გოსპიტალის კოიკიდან" ვეღარ წამოდგნენ!
aburjga
17 მაისი 2019 10:21
0
რა ვერ გავიგე იცით, ამ კაცს გიჯები ვგონივართ თუ რა არის , ჯერ ამბობს რომ თუ მაისის ბოლომდე ფულს ვერ ვიშოვი წავალო, მერე კიდე რომელ რეორგანიზაციაზე გვიყვება ზღაპრებს, ვინ ეკითხება ერთი წასულ პრეზიდენტს რეორგანიზაცია იქნება თუ არა. არ მიდის ჯიგარი ეტყობა ჰო - თუ ფული არ იქნა? თუ ფული იქნება რეორგანიზაცია რაღა საჭიროა. ჭრელო პეპელაო რაღა - ნურც გაფრინდები და ნურც მოფრიდებიო .
la masia
16 მაისი 2019 15:46
0
ვინ უცხოელი ინვესტორი გაჩერდება ამათთან წვერი გაიპარსეთ სირცხვილია სპორტსმენები ხართ თუ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები...
ოოეე
16 მაისი 2019 08:31
2
წვერს ქართველი ვაჟკაცი მუდამ ატარებდა! რა შუაშია ისლამი! წვერი მოსწონს ატაროს, შენ არ ატარო მერე! სად ბანაობთ მართლა რა ოე გვჭირს! ისეთი ინვესტორი არც გვინდა წვერის გამო და რასის გამო თუ გარჩევას დაგვიწყებს!
ბასკი
16 მაისი 2019 17:02
2
სწორედ მაგის დაწერა მინდოდა მეც და საიტმა გაჭედა, რა უბედურება ჭირს ამ ხალხს, ეს მოუვლელი წვერი რა საშინელებაა, როცა სპორტსმენი კაცი ხარ პირიქით სხვისი მისაბაძი მაგალითი უნდა იყო, ეს მხოლოდ ტორპედოს არ ეხება, ნაკრებშიც 80% მასეა...
სააკაძე
16 მაისი 2019 16:11
0
დაარსებიდან დღემდე, გამორჩეული ხელწერის და გულშემატკივრის საყვარელი გუნდი "ტორპედო" ეტყობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.იმ პროცესების გადატანა და ამით გამოწვეული ნაკაწრები, იარები თუ არა, რაც ეხლა გუნდის ყოფას თან ახლავს, ძნელი მოსაგვარებელი და მოსაშუშებელია.თუმცა ხდება,რომ ასეთი სიტუაციაც გადაუტანია გუნდს, ხელმძღვანელობის დიდი მონდომებით და პირველ რიგში ვაჟკაცური, პატრიოტული და ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელების დამსახურებით. არის კი ეს რეზერვი? ძალიან გული დამწყდება თუ ქუთაისის ტორპედო მხოლოდ ანგარიშ გასაწევი გუნდის სტატუსით იარსებებს (ასეთი რომელი გუნდი არაა საქართველოში) და პასუხს არ აგებს ის ვინც რბილად, რომ ვთქვათ არამიზნობრივად და არა ეფექტურად გამიოყენა ის სახსრები, რაც ჩემი აზრით კლუბის ანგარიშზე უნდა ასახულიყო.
ნუგზარი
15 მაისი 2019 23:22
0
ფინანსური კრიზისი რომ აქვთ ეს სურათიდან კარგად ჩანს პირგაუპარსავები დადიან არც ფული აქვთ არც საპარსი რას გვანან.
maxo
15 მაისი 2019 20:56
14
გვიშველეთ! გვაბოლებენ! გვატყუებენ! ეს რეები ულაპარაკია! ღმერთო, უშველე ტორპედოს, ამინ
Alexandre
15 მაისი 2019 20:16
1
ტორპედოს ისტორიაში საუკეთესო გუნდი მგონი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია:)
valderrama
15 მაისი 2019 19:42
2
ევროპა ლიგამდეც ვერ აღწევს
skola
15 მაისი 2019 19:03
3
Varskvlavuri gundi shevkmenito kazo. Kinagam Davibride sizilit))))
Babu
15 მაისი 2019 18:20
5
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია ევროპის ლიგამდე უნდა თავი გაიტანოს, მერე უეფადან გადმორიცხული თანხები ჩაიდოს და დაახვიოს.. მე მიყვარს ტოდპედო!
ქუთაისელი
15 მაისი 2019 17:21
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
27
17
4
6
24
55
26
17
3
6
31
54
28
11
7
10
6
40
28
8
9
11
-10
33
26
7
10
9
3
31
28
8
6
14
-33
30
27
7
7
13
-11
28
27
4
5
18
-24
17