ეროვნული ლიგა. XIII ტური: ბათუმის "დინამო" სტუმრად ისევ დამარცხდა და ლიდერობა ვერ დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "დილამ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამოს" 1:0 მოუგო.

მატჩის მოლოდინი დიდი იყო, თუმცა პირველ ტაიმში საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა, გარდა ჭანტურიას შექმნილი მომენტისა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა.

მეორე ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, ჯერ მასპინძლებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ახლო მანძილიდან გოშთელიანის თავური ალავიძემ აიღო. ცოტა ხანში "დინამოს" ნახევარმცველმა მამუჩაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ამას გორელთა შეტევა მოჰყვა და ფორტესს ალავიძემ არ დაანება გოლის გატანა.

76-ე წუთზე კი "დილამ" მიზანს უწია: მარჯვენა ფლანგზე ფორტესი
ჩალაძეს გაექცა, კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ კოუგბენიას უპასა, მან საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის "დინამოს" გასვლაზე თამაში სერიოზულად უჭირს. ამის გამო კვლავ დაზარალდა და ლიდერობა ვერ დაიბრუნა. "დინამო" შინ და გარეთ - ეს თითქოს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდია.

"დინამო" 25 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "საბურთალოს" 2 ქულით ჩამორჩება; ხოლო "დილა" 17 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: დიდიე კოუგბენია (76)

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, გია ჩადუნელი, ზაურ კერელეიშვილი, ერიკს სანტოსი, ლუკა რაზმაძე (კ), დიდიე კოუგბენია, ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია (ნიკა გაგნიძე 90+4), ლევან ნონიკაშვილი (ფელიპე პაიმი 77), გურამ გოშთელიანი (ბაქარ მირცხულავა 84)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

დინამო (ბთ) (4-1-2-3): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (ვალერიან თევდორაძე 75), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (რატი ცაცქრიალაშვილი 86), გაბრიელ რამოსი (თორნიკე გაფრინდაშვილი 71), რომან ჭანტურია, ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
30
19
5
6
34
62
30
19
5
6
26
62
31
11
7
13
1
40
30
10
7
17
0
37
30
8
11
11
1
35
30
8
10
12
-13
34
30
8
7
15
-37
31
30
4
6
20
-27
18