კახა ჩხეტიანი: იმედია, უახლოეს დღეებში სიტუაცია დალაგდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა იმედი გამოთქვა, რომ კლუბი ფინანსური კრიზისიდან გამოვა.

"მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში "ტორპედოს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, ხაზს ვუსვამ იმას, რომ გუნდი აქტიურად ემზადება "რუსთავთან" გასამართი მატჩისთვის - სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ჩვენთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროა, რომ გასულ ტურში დავმარცხდით, რადგან გალიდერების შანსი გვქონდა, მაგრამ... ვაგრძელებთ ბრძოლას!

სიტუაცია, რომელიც "ტორპედოს" ირგვლივაა, კლუბიდან ჩინელი ინვესტორის წასვლამ გამოიწვია. ამ დღეებში არაერთი შეხვედრა შედგა ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივარს შორის... იყო ასევე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის
შეხვედრაც... კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი ინვესტორი მოიძიოს და "ტორპედომ" ჩვეულებრივ გააგრძელოს ბრძოლა ჩემპიონობისთვის, გაძლიერდეს ევროტურნირებისთვის და ქალაქისა და ქვეყნის სახელი ღირსეულად დაიცვას.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ სიტუაციაში გვერდში დაგვიდგა და გვიდგას. ამ ყველაფერმა ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა!

იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს დღეებში სიტუაცია დალაგდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქუთაისის "ტორპედოს" სჭირდება და ეკადრება", - ციტირებს ჩხეტიანს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედიანი და მისასალმებელი ინტერვიუა, კარგია თუ ასეთი იმედიან განწყობა სუფევს მთლიანად კლუბში, სხვანაირად არც უნდა მოხდეს რაიმე, ტორპედოს დარჩენა მხოლოდ ანგარიშგასაწევ ძალად დიდი სირცხვილი და ბევრ ნეგატიურ მხარეზე მინიშნება იქნებოდა.მადლობა ყველას ვინც აქტიურად მუშაობს მდგომარეობის გამოსასწორებლად, წარმატება და მიზნების მიღწევა გუნდს.
ნუგზარი
16:47 19-05-2019
0
არა ვის არ უნდა კომენტარის გაკეთება.
ქუთაისელი-2
14:06 19-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
27
17
4
6
24
55
26
17
3
6
31
54
26
11
6
8
8
39
26
7
10
9
3
31
27
7
9
11
-11
30
27
7
7
13
-11
28
27
7
6
14
-35
27
27
4
5
18
-24
17