ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ჩიხურა" გარდაისახა და სტუმრად "სიონი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ჩიხურამ" გასვლაზე "სიონი" 5:0 დაამარცხა.

გასულ ტურში "სიონმა" "ვიტ ჯორჯია" კომპენსირებულ დროში დაამარცხა, "ჩიხურამ" კი ერთობ უსახურად ითამაშა და "რუსთავს" დაუზავდა. ამდენად, საჩხერელთა ბოლნისში ჩინებული ასპარეზობა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი გახლდათ. მათ საწყის ნახევარ საათში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

მეორე ტაიმში სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა და "ჩიხურამ" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - ჩიხურა 0:5
გოლები: 0:1 ბიძინა მახარობლიძე (8), 0:2 მიშიკო სარდალიშვილი (10), 0:3 გიორგი ფანცულაია (18), 0:4 ბესო დეკანოიძე
(29), 0:5 მიშიკო სარდალიშვილი (69)

სიონი (4-2-3-1): ლევან ისიანი, რომან ჩაჩუა, ლაშა უგრეხელიძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი (არჩილ ტვილდიანი 52), თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, დავით თარგამაძე (ზვიად სიხარულია 71), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი (თამაზ მაქაცარია 62)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია (კ) (დავით მეგრელიშვილი 77), დავით მაისაშვილი, ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე (თეიმურაზ მარკოზაშვილი 72), მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე, გიორგი ფანცულაია (თორნიკე მუმლაძე 63), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
2
1
1
0
2
4
2
0
2
0
0
2
2
0
0
2
-3
0