ეროვნული ლიგა. XIV ტური: "საბურთალომ" თბილისის "დინამოს" შინდაგორიძის ბრწყინვალე დუბლით სძლია - ეს ყველამ უნდა ნახოთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "საბურთალომ" თბილისის "დინამოს" 2:0 მოუგო.

მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობას "საბურთალო" ფლობდა, "დინამო" კი კონტრშეტევებზე თამაშობდა. ისევ უხეიროდ თამაშობდა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა და 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონი გააქტიურდა და მეტოქის კარზე მწვავე იერიშების მიტანა დაიწყო. განსაკუთრებით, 26 წლის ტანმაღალი ნახევარმცველი შინდაგორიძე გამოირჩეოდა, რომელმაც მეორე ცდიდან გახსნა ანგარიში. მან ჯერ შორიდან ძლიერი დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი დაახლოებით იმავე პოზიციიდან დალაშქრა პერალესის კარი. არც ამით "დაკმაყოფილდა" ლაშა და მალე ისევ
ყუმბარისებრი დარტყმით დუბლი შეასრულა.

თამამად შეიძლება ითქვას, მან თამაში "გააკეთა" და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. შინდაგორიძე ფიზიკურად ძლიერია, დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, მეორე სართულზე უბადლოა, კარგი დარტყმა აქვს (ორივე ფეხით) და ნაკრების ხელმძღვანელობამ უთუოდ უნდა მიაქციოს ყურადღება. მით უმეტეს, ეროვნული გუნდი კვალიფიციური შემტევების უმწვავეს დეფიციტს განიცდის.

ამ მოგებით "საბურთალომ" ლიდერობა დაიბრუნა, ბათუმის "დინამოს" 2 ქულით გაუსწრო, თბილისის "დინამო" კი რეგრესს განაგრძობს და 20 ქულით მეხუთე ადგილზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 ლაშა შინდაგორიძე (67), 2:0 ლაშა შინდაგორიძე (75)

საბურთალო (4-2-3-1): ომარ გიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, ლევან კაკუბავა, ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე (თორნიკე გორგიაშვილი 78), ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (გიორგი კოხრეიძე 61), ანტე გი (ოგნიენ როლოვიჩი 66)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური, ბაქარ ქარდავა (გიორგი პაპავა 61), აკაკი შულაია (ირაკლი აზაროვი 70), დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია (ანტონიო როხანო 82), ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთო გევედრები, დაუბრუნე თბილისის "დინამოს" ძველი დიდება!
სირბილის სწავლების ცენტრი
15:23 21-05-2019
0
ავტომატურად რატომ ირთვება ვიდეო რა ჯანდაბაა, იქნებ სტატიის წაკითხვა მინდა უბრალოდ და არ მინდა ამ ვიდეოს ჩართვა?! ან ეს რეკლამები კლიზმით რო შეგყავთ მობილურიდან როცა შევდივართ მოგწონთ? საერთოდ აღარ შემოვალ ამ საიტზე
ქარ
12:13 21-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
17
12
1
4
14
37
17
9
2
6
10
29
17
8
3
6
3
27
17
5
8
4
6
23
17
6
4
7
-16
22
17
5
4
8
-2
19
17
2
5
10
-14
11