ფოტო: facebook.com/DINAMOTB
თბილისის "დინამო" ესპანელმა ლეგიონერმა ფრან კარბიამ დატოვა - ამის შესახებ ფეხბურთელმა Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, ის კლუბს პირადი მიზეზებით ტოვებს.
"პირადი მიზეზების გამო თბილისის "დინამოდან" მივდივარ. როგორც ცხოვრებაში ხდება, მქონდა რთული და ძალიან კარგი მომენტები და უდიდესი გამოცდილება მივიღე, რადგან პირველად ვითამაშე ესპანეთის გარეთ.
მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, მწვრთნელებს, რომლებიც ყოველდღიურად მეხმარებოდნენ, განსაკუთრებით კი, თანაგუნდელებს - აბდელ მეჯუბის, ხოსე პერალესს, სერხიო ნოჩეს, ვიქტორ მონხილს, ტონი როხანოს, ჩისკოს და ფელის ვისენტეს - თქვენი წყალობით, ყველაფერი შედარებით მარტივი
იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ფორცა "დინამო"! - ვკითხულობთ კარბიას პირად გვერდზე.
მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, მწვრთნელებს, რომლებიც ყოველდღიურად მეხმარებოდნენ, განსაკუთრებით კი, თანაგუნდელებს - აბდელ მეჯუბის, ხოსე პერალესს, სერხიო ნოჩეს, ვიქტორ მონხილს, ტონი როხანოს, ჩისკოს და ფელის ვისენტეს - თქვენი წყალობით, ყველაფერი შედარებით მარტივი
ესპანელი ფეხბურთელი "დინამოში" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ლა ლიგა 2-ის "რეუს დეპორტივოდან" გადავიდა. მან ეროვნულ ლიგაში 11 შეხვედრა გამართა, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.