"მქონდა რთული და ძალიან კარგი მომენტები" - თბილისის "დინამო" ესპანელმა ლეგიონერმა დატოვა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB

თბილისის "დინამო" ესპანელმა ლეგიონერმა ფრან კარბიამ დატოვა - ამის შესახებ ფეხბურთელმა Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ის კლუბს პირადი მიზეზებით ტოვებს.

"პირადი მიზეზების გამო თბილისის "დინამოდან" მივდივარ. როგორც ცხოვრებაში ხდება, მქონდა რთული და ძალიან კარგი მომენტები და უდიდესი გამოცდილება მივიღე, რადგან პირველად ვითამაშე ესპანეთის გარეთ.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, მწვრთნელებს, რომლებიც ყოველდღიურად მეხმარებოდნენ, განსაკუთრებით კი, თანაგუნდელებს - აბდელ მეჯუბის, ხოსე პერალესს, სერხიო ნოჩეს, ვიქტორ მონხილს, ტონი როხანოს, ჩისკოს და ფელის ვისენტეს - თქვენი წყალობით, ყველაფერი შედარებით მარტივი
იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ფორცა "დინამო"! - ვკითხულობთ კარბიას პირად გვერდზე.

ესპანელი ფეხბურთელი "დინამოში" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ლა ლიგა 2-ის "რეუს დეპორტივოდან" გადავიდა. მან ეროვნულ ლიგაში 11 შეხვედრა გამართა, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოოოო პირადი მიზეზით დატოვა და ეხლა 1 თვეში სხვა გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს))))))))))))))))))))))))))) :D
Tbiliseli
17:39 21-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული