საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული ფეხბურთელი რატი იმერლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/საფეხბურთო-კლუბი-გურია-ლანჩხუთიfc-Guria-Lanchkhuti

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული ლანჩხუთის "გურიას" მეკარე რატი იმერლიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც ადვოკატმა მაია ყანადაძემ სუს-თან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუს-მა ბრალი დღეს წარუდგინა. ადვოკატის თქმით, სპორტსმენი ფიქრობს, რომ უდანაშაულოა და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

"გამოძიება ედავება თამაშზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით თანხის აღებას. ამ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, საუბარია 4000 ან 5000 დოლარზე. საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადმომცემია", - განაცხადა ადვოკატმა.

მაია ყანადაძის განმ
არტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ფიგურირებს ვიდეოში, რომელიც სუს-მა გაავრცელა და სადაც ჩანს ფულის გადაცემა.

"ეს არ არის ჩვენს ეპიზოდზე. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის ეპიზოდზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ამ ვიდეოში და არც არანაირ ვიდეოში არ ფიგურირებს", - განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულია ჯამში 11ფეხბურთელი. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
არაპერი 200 ლარი არ აქვტ საკმაოდ ნორმალური ანაზგაურება აქვტ ქვეყნის დონიდან გამომდინარე და ნუ ცდილობტ ამატ გამარტლებას, ამატზე ბევრად ნაკლები ხელპასი აქვს პოლიციას, ჯარს, ექიმს,პედაგოგს, მეხანზრეს, და კიდევ ბევრი სხვა პროპესიის წარმომადგენელს.
2
კაი რა მოხდა ასეთი ჩვენ ამათ თამაშს მაინც არ ვუყურებთ და არც ვდებთ, აზიაში კიდე უნდა წაუგიათ და უნდა მოუგიათ, ჩვენებმა ცოტა ფულიც გააკეთონ რა უჭირს :)
ქარ
17:46 21-05-2019
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული