26 წლის ესპანელმა მცველმა სერხიო ნოჩემ თბილისის "დინამო" დატოვა.
ნოჩე "დინამოში" 8 თებერვალს ჩაირიცხა, მაგრამ გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.
შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ "დინამოდან" მისი თანამემამულე, 27 წლის შემტევი ფრან კარბია წავიდა.
როგორც ასეთ შემთხვევებში წესად არის დამკვიდრებული, "დინამომ" ლეგიონერებს გაწეული სამსახურისათვის (?!) მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.