გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას.
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, "საქმის მასალებში არის ინფორმაციები", რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას.
როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ, საუბარია აგენტზე, რომელმაც ფეხბურთელების პროვოცირება მოახდინა. ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა სახის ინფორმაციებია მოცემული საქმეში ამასთან დაკავშირებით.
"არის გარკვეული ინფორმაციები კონკრეტული პირის ჯანმრთელობის და სიცოცხლის თაობაზე. საუბრები მიდის იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად
წყარო IPN.GE
მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს