ადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას.

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, "საქმის მასალებში არის ინფორმაციები", რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას.

როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ, საუბარია აგენტზე, რომელმაც ფეხბურთელების პროვოცირება მოახდინა. ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა სახის ინფორმაციებია მოცემული საქმეში ამასთან დაკავშირებით.

"არის გარკვეული ინფორმაციები კონკრეტული პირის ჯანმრთელობის და სიცოცხლის თაობაზე. საუბრები მიდის იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად
ხდება ეს ყველაფერი. მანამდეც იყო მცდელობები, რომ ჩართული ყოფილიყო ჯონი შეროზია ამ საქმეში, თუმცა ყოველთვის იყო უარი მისი მხრიდან და არ მიდიოდა მსგავს ნაბიჯზე. ფაქტია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შემოსავალი არ მიუღია ამ საქმიდან", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

წყარო IPN.GE

altმატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს

altდაკავებული ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს: შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ

მკითხველის კომენტარები / 13 /
და მე რომ მაავადმყოფებ,ვნერვიულობ,ვქომაგობ,განვიცდი და ესენი კიდე აქტიურობენ,ხელებს იწვევენ,მსაჯს ეკამათებიან ვითომ და გულში კი ფიქრობენ,რას ვაგოიმებთ ამ გოიმებსო.ეგენი მოედანს ახლოსაც არ უნდა გააკარო.კაცი რომ საყვარელ პროფესიას უღალატებს და გაყიდის,ის მეგობარსაც გაყიდის,ქვეყანასაც და საერთოდ ცუდი პიროვნებაა პა ჟიზნი.როდის რას მოიმოქმედებს არავინ იცის
კახა ქირია
23 მაისი 2019 17:06
2
სხვა ვერაფერი მოიფიქრეს? ამ სახით თავი იმართლო, ამას ჯობია თქვა მინდოდა და ფული გავაკეთეო, ყველა ფულს აკეთებს ამ ქვეყანაში და გაცილებით მეტს და მავნებლური ფორმებითო, მოკლედ ყველაფერი... მაგრამ ადამიანის დახმარების მოტივი გამოიყენო? რა უნდა იყოს ამაზე ამორალური?
Levani
22 მაისი 2019 22:09
1
უნდა დგებოდეს ადვოკატის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ, როცა ტყუილებით ცდილობს კლიენტის გამართლებას.
ფერნანდო
22 მაისი 2019 21:52
2
კიდევ ისა, ერთმა რომ თქვა "შეცდომა დავუშვი, მაგრა, მოსამართლეს ვთხოვ გაითვალისწინოს რომ მალე ქორწილი მაქვსო, დედა მყავს ცუდადო და დამავიწყდა მეთქვა, ციხეში არ მინდა ყოფნა ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებსო"..:)
jaba
22 მაისი 2019 20:34
0
მე კიდევ ღამ-ღამობით იავნანას მიმღერის, მაააააშ!))))
კურდგელი ვაისი და ლენინი მოსკოვიდან
22 მაისი 2019 19:05
2
Aetira mas...ametira mec)))
GEORGIAN FCDB
22 მაისი 2019 18:17
2
Rac magan Angisis gazons mxatvrulad ubaguna xelebi vicodi rame sainteresos moigonebda)))
GEORGIAN FCDB
22 მაისი 2019 18:14
2
ვაიმე გმირი ყოფილა და იჭერენ. ქ-ნო მარიამ, თუ ფული არ აუღია თქვენ რას გიხდით?
ან ასეთ გმირს უანგაროდ ეხმარებით სავარაუდოდ:დ
geno
22 მაისი 2019 17:11
3
ვენდისს ურიცხავდა ეს რეკლამა რომ აღარ გამოჩდნილიყო :)
ფანი
22 მაისი 2019 16:36
1
ადვოკატებმა შემაჯავრეს თავი.
gio
22 მაისი 2019 15:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული