ეროვნული ლიგა. XV ტური: "ლოკომოტივმა" მოიგო - "ვიტ ჯორჯია" სავალალო მდგომარეობაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "ლოკომოტივმა" 3:0 მოუგო "ვიტ ჯორჯიას".

"ვიტ ჯორჯია" ისედაც აუტსაიდერთა შორისაა, ცნობილი მოვლენების გამო საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და მწვრთნელ ხაჩიძეს იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწია.

"ვეტერინარები" მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს მათ თამაშსაც დაეტყო და ლოგიკური ანგარიშით დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიში შორიდან ძლიერი დატყმით კირკიტაძემ გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში სიხარულიძის დარტყმული ბურთი 20 წლის მეკარე ქავთარაძემ ვერ მოიგერია, ხოლო 76-ე წუთზე ძებნიაურმა ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - ლოკომოტივი 0:3
გოლები:
0:1 თორნიკე კირკიტაძე (34), 0:2 ირაკლი სიხარულიძე (46), 0:3 თორნიკე ძებნიაური (76)

ვიტ ჯორჯია (3-5-2): ნიკა ქავთარაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, რევაზ ჩიტიშვილი (გიორგი ლაცაბიძე 72), დავით საჯაია, ზურაბ სეხნიაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი (დავით მუჯირი 66), გიორგი ვასაძე (კ), კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ ღირდალაძე (ვანო კურდღელაშვილი 82), ზურაბ მუსელიანი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (შოთა შეყილაძე 80), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, ოთარ კობახიძე (ზურიკო დავითაშვილი 73), თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე (დავით ჯიქია 77), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვით-ჯორჯია უნდა შენეცოდოს?!
რაც დაენართათ მხოლოდ მაგათი სამარცხვინო საქციელის ბრალია!
ეს პირველი შემთხვევა არაა მაგ გუნდისთვის.
გენო
13:31 24-05-2019
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
36
23
6
7
39
75
36
21
7
8
26
70
36
12
11
13
4
47
36
12
8
16
-1
44
36
11
10
19
0
43
36
9
11
16
-16
38
36
10
8
18
-42
38
36
4
8
24
-35
20