24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "სიონისა" და "რუსთავის" მეტად დაძაბული შეხვედრა 3:3 დასრულდა.
მატჩის დასაწყისზე გავლენა ძლიერმა წვიმამ მოახდინა, მოედანი დაიტბორა, შექმნილ ვითარებას უკეთ ალღო სტუმრებმა აუღეს და 2 გოლით დაწინაურდნენ. თავი ციცქიშვილმა და ქოჩლაძემ გამოიჩინეს.
შესვენების შემდეგ სტუმრებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, როდესაც კირკიტაძემ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ კი სილაგაძემ მესამედ დაამწუხრა მასპინძლები.
64-ე წუთზე მოედანზე ჩხუბი ატყდა და მსაჯმა 4 ფეხბურთელი გააძევა.
75-ე წუთზე "სიონის" თავდამსხმელმა მაქაცარიამ ხელის ტრავმა მიიღო, ცოტა ხანში კი კირკიტაძეს საჯარიმოდან გოლის გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება.
ბოლოს საოცრება მოხდა - აქტიურმა კირკიტაძემ გოლი მორიგი იერიშისას მაინც გაიტანა, მერე გუჯაბიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო კომპენსირებულ დროში კირკიტაძის მიერ საჯარიმოდან აწეულ ბურთს ხმალაძემ მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ "რუსთავის" გოლკიპერმა მამარდაშვილმა გადაარჩინა თავისი გუნდი და 3:3.
ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - რუსთავი 3:3
გოლები: 0:1 ზაზა ციცქიშვილი (5), 0:2 ლაშა ქოჩლაძე (11), 0:3 ლუკა სილაგაძე (61), 1:2 დათო კირკიტაძე (84), 2:3 ავთანდილ გუჯაბიძე (88, საკ. კარში), 3:3 ლევან ხმალაძე (90+1)
გაძევება: ვილი ისიანი (64), დავით თარგამაძე (64), ლაშა ქოჩლაძე (64), ლუკა გადრანი (64)
სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი (ჯაბა უგულავა 72), ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, დათო კირკიტაძე, თორნიკე თარხნიშვილი (ვაჟა ქიქავა 75), ლევან ხმალაძე (კ), ზვიად სიხარულია (ვილი ისიანი 55), დავით თარგამაძე, თამაზ მაქაცარია (ვაჟა ქიქავა 75)
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, ლუკა სილაგაძე (თემურ ჩოგაძე 89) (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, ლაშა ქოჩლაძე, ფარხად გისტაროვი, ზაზა ციცქიშვილი (პაპუნა ფონიავა 80), ლუკა იმნაძე, ნიკოლაი ყიფიანი (ზურაბ ჯაფიაშვილი 77)
მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია