რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

AutoSharing Option
19 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მოქმედი და 4 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

ესენი არიან: ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, პაატა ღუდუშაური, ნოდარ კიკნაველიძე (ყველა "ვიტ ჯორჯია"),  რობერტ იმერლიშვილი, ირაკლი ბაჯელაძე (ორივე "გურია"), ირაკლი ხუჭუა ("ჭიათურა") და ყოფილი მოთამაშეები - ნიკა დაუშვილი, ლაშა ჩაფიძე და ვახტანგ ჯაყელი.

გამოძიება მათ მატჩების გარიგებას ედავება.

"ვიტ ჯორჯიას" 5 ფეხბურთელს ბრალად 19 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის "დინამოსთან" (0:2) მატჩის წინასწარი შეთანხმებით ორბურთიანი სხვაობით წაგება ედებათ.

შეხვედრაში მონაწილეობა ხუთივე ფეხბურთელმა მიიღო და სუს-მა
ისინი მატჩის დამთავრებისთანავე, გასახდელში აიყვანა.

ლანჩხუთის "გურიას" მეკარესა და მცველს კი სუს-ი თბილისის ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურში თბილისის "მერანთან" (1:3) მეორე ტაიმის წინასწარი შეთანხმებით ორბურთიანი სხვაობით წაგებას ედავება.

აღნიშნულ ფეხბურთელებს სასამართლომ გირაოს სახით 10 000 (სათითაოდ) ლარის გადახდა დააკისრა. რაც შეეხებათ ირაკლი ხუჭუას, ნიკა დაუშვილს, ლაშა ჩაფიძესა და ვახტანგ ჯაყელს, რომლებსაც მატჩების გარიგების ორგანიზება ედებათ ბრალად, პატიმრობაში დარჩნენ.

ჯონი შეროზია საპატიმროდან პარასკევს, 24 მაისს გათავისუფლდა.

მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯონი შეროზიამ საპატიმრო მეგობრის დახმარებით დატოვა, რომელმაც მას გირაოს თანხის სანაცვლოდ ქონება ჩაუდო.

"ჯონი შეროზიამ გირაოს თანხა ვერ გადაიხადა, მაგრამ მეგობარი დაეხმარა, შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს და მისი გირაო ქონებით შენაცვლდა", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

გირაო გადაიხადეს დანარჩენმა ბრალდებულებმაც და საპატიმრო უკვე დატოვეს.

რაც შეეხებათ ირაკლი ხუჭუას, ნიკა დაუშვილს, ლაშა ჩაფიძესა და ვახტანგ ჯაყელს, ისინი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

შემდეგი სასამართლო პროცესი 15 ივლისს გაიმართება.

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

altსუს-მა გარიგებული მატჩების გამო "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები გასახდელში აიყვანა

altადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო

altსასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა

altმატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
34
21
6
7
36
69
34
20
7
7
26
67
34
11
11
12
5
44
34
11
9
18
1
42
34
11
8
15
-2
41
34
10
8
16
-37
38
34
9
10
15
-15
37
34
4
8
22
-31
20