"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, რომ გარიგებული მატჩების სქემაში პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო დათანხმდა.

როგორც გეთიაშვილი აცხადებს, "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.

აღნიშნული საქმის გარშემო ბრალდებული ფეხბურთელი განცხადებას ავრცელებს:

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს.
არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის "ჩაწყობის" მიზნით. შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი, თუმცა ბოლოს პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომლებსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი "სქემაში", რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

პირველი ეპიზოდის შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა "თამაშის ვერგაკეთების ვალიც", რისთვისაც იძულებული გამხადეს, მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ "ვალის" განულების მიზნით მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, "სქემაში" მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი, პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.

ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:

1. "ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია;

2. "ვიტ ჯორჯიას" და "რუსთავის" თამაში არ ყოფილა "გარიგებული";

3. "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა", - აცხადებს გეთიაშვილი.

ცნობისთვის, გარიგებული მატჩების საქმეზე 11 ფეხბურთელი დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება


წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
jer siamrtele unda gairkves aqro iwerebit da nsjit itamshon tu ara da simartle ertia da gasarkvevi rogorc chans jer araperi araa garkveuli da am gancxadebas albat moyveba ganmartebebi.yvelam kargad icisro eset saqciels gamartleba araaqvs da idzaxis kidec gancxadebashi magram simartele yvelapers daadasturebs
daviti
16:32 30-05-2019
2
gudushauri da kiknavelidzes ese rato moitxovenro dabrundnen araper shuashi ararian?gasarkvevia jer kide eg dabrundenian tu ara eset saqciels gamartleba araaqvs
gaga
16:25 30-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული