ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბის ულტიმატუმი - თუ დავალიანება დღესვე არ გასწორდება, მერიასთან აქციას ვიწყებთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

"ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ!!!

როგორც უკვე იცით, გუნდს 3 თვეა ხელფასები არ აუღია. 10 დღის წინ გუნდის პრეზიდენტი ზაზა ჩაჩავა ჩამოვიდა ქუთაისში და როგორც ფანებს, ისე ფეხბურთელებს და შტაბს დაგვპირდა, მოგვეცადა და 29 მაისს, ანუ გუშინ ყველაფერს გაასწორებდა და თუ ამას ვერ შეძლებდა, გუნდიდან წავიდოდა!!!

მერიის წინ დაწყებული აქციებიც ამის საფუძველზე შევწყვიტეთ, თუმცა გუშინ პრობლემის მოგვარება კი არა, საერთოდ კონტაქტზე არ გამოვიდა.

შესაბამისად, გუშინ ფანებს შეხვედრა გვქონდა და ერთობლივი
გადაწყვეტილება მივიღეთ.

თუ დღეს, დღის ბოლომდე გუნდში ყველა დავალიანება არ გასწორდება, ხვალ, 12 საათიდან დავიწყებთ აქციებს მერიასთან. ეს აქციები დღითი დღე უფრო მასშტაბური გახდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ!!!

არანაირი დროის მიცემა აღარ იქნება, ან დღეს გასწორდება ყველაფერი, ან თავისი ნებით წავა გუნდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ქალაქი მის წინააღმდეგ ამხედრდება!!!

თხოვნა იქნება, გააზიარეთ პოსტი ყველამ", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 7 /
მერიას არ უნდა ჰქონდეს არც უფლება და არც სურვილი ან მოვალეობა რომ კერძო კლუბი აიყვანოს თავის ბალანსზე!
გააფორმებინოს მეპატრონეს ღია სააქციო საზოგადოება და ვისაც ასე უნდა ტორპედოს თამაში , იმათმა როგორც აქციონერებმა შეიტანონ ფული და არჩინონ კლუბი.
ეს იქნება სამართლიანი.
ვისაც სეირის ყურება უნდა ბიუჯეტის ხარჯზე ის არ აზროვნებს სწორად, გინდათ სეირი?იხადეთ ფული და აიყვანეთ საკუთრებაში კლუბი.
თავის დროზე უმახინჯესი ფორმით რომ გაიყიდა კლუბი მაშინ უნდა გაგეპროტესტებინათ.
კმარა უკვე საფეხბურთო სოციალიზმი
Jango
02 ივნისი 2019 12:59
0
ასე ისჰლება გუნდები და ქარტული ფეხბურტი და250 მილიონი ქრება ყოველცლიურად
bajo
31 მაისი 2019 13:03
3
250 მილინი 5 წლიანი გეგმისაა, წელიწადშია 50 მილიონი, სიმართლე უნდა ითქვას და არ გვინდა ტყუილები!
Jango
02 ივნისი 2019 13:00
0
რა თქმა უნდა თქვენს გვერდით ვართ მარა მერიის პასუხის მგებლობა აქ ყველაზე ნაკლებია ჩაჩავა რო მოიტყუბდა ეტყობოდა რა ვიცი რა საშველია ძენელი სავარაუდოა
samtredski
31 მაისი 2019 11:57
0
ტორპედო თქვენთან ვართ!!!! ეხლა უნდა დაუდგეს გვერდში ყველა გუნდის გულშენატკივარი ტორპედოს... თბ.დინამოდან დაწყებული საბურთალოთით დამთავრებული, ასეთი გუნდის დაშლა საცოდაობააა, მარტო ქუთაისელებს ნუ შევატოვებთ ამ გუნდს!!! / ისე ამდენი მილიონერი ქართველია ევროპაში, რუსეთში და აშშ -ში , რა მოხდება ცოტა მოხედონ ამ ქვეყანას...
Vasili
31 მაისი 2019 11:01
2
მერია რა შუაშუა? სტადიონთან მოაწყვეთ
gia
31 მაისი 2019 10:54
2
თქვენი მოთხოვნები მისაღებია,მაგრამ ქალაქის მერია აქ რა კავშირშია ტორპედო უკვე კერძო კლუბია....რა ქალაქი გამოყობს თავისი "ქალაქის ბიუჯეტიდან" ფულს და იმით გაისტუმრებენ ფეხბურტელების სახელფასო დავალიანებას?
გულშემატკივარი
31 მაისი 2019 10:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
27
17
4
6
24
55
26
17
3
6
31
54
28
11
7
10
6
40
28
8
9
11
-10
33
26
7
10
9
3
31
28
8
6
14
-33
30
27
7
7
13
-11
28
27
4
5
18
-24
17