ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბის ულტიმატუმი - თუ დავალიანება დღესვე არ გასწორდება, მერიასთან აქციას ვიწყებთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ფან-კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

"ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ!!!

როგორც უკვე იცით, გუნდს 3 თვეა ხელფასები არ აუღია. 10 დღის წინ გუნდის პრეზიდენტი ზაზა ჩაჩავა ჩამოვიდა ქუთაისში და როგორც ფანებს, ისე ფეხბურთელებს და შტაბს დაგვპირდა, მოგვეცადა და 29 მაისს, ანუ გუშინ ყველაფერს გაასწორებდა და თუ ამას ვერ შეძლებდა, გუნდიდან წავიდოდა!!!

მერიის წინ დაწყებული აქციებიც ამის საფუძველზე შევწყვიტეთ, თუმცა გუშინ პრობლემის მოგვარება კი არა, საერთოდ კონტაქტზე არ გამოვიდა.

შესაბამისად, გუშინ ფანებს შეხვედრა გვქონდა და ერთობლივი
გადაწყვეტილება მივიღეთ.

თუ დღეს, დღის ბოლომდე გუნდში ყველა დავალიანება არ გასწორდება, ხვალ, 12 საათიდან დავიწყებთ აქციებს მერიასთან. ეს აქციები დღითი დღე უფრო მასშტაბური გახდება და გაგრძელდება მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ!!!

არანაირი დროის მიცემა აღარ იქნება, ან დღეს გასწორდება ყველაფერი, ან თავისი ნებით წავა გუნდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ქალაქი მის წინააღმდეგ ამხედრდება!!!

თხოვნა იქნება, გააზიარეთ პოსტი ყველამ", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა თქმა უნდა თქვენს გვერდით ვართ მარა მერიის პასუხის მგებლობა აქ ყველაზე ნაკლებია ჩაჩავა რო მოიტყუბდა ეტყობოდა რა ვიცი რა საშველია ძენელი სავარაუდოა
samtredski
11:57 31-05-2019
0
ტორპედო თქვენთან ვართ!!!! ეხლა უნდა დაუდგეს გვერდში ყველა გუნდის გულშენატკივარი ტორპედოს... თბ.დინამოდან დაწყებული საბურთალოთით დამთავრებული, ასეთი გუნდის დაშლა საცოდაობააა, მარტო ქუთაისელებს ნუ შევატოვებთ ამ გუნდს!!! / ისე ამდენი მილიონერი ქართველია ევროპაში, რუსეთში და აშშ -ში , რა მოხდება ცოტა მოხედონ ამ ქვეყანას...
Vasili
11:01 31-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
27
17
4
6
24
55
26
17
3
6
31
54
28
11
7
10
6
40
28
8
9
11
-10
33
26
7
10
9
3
31
28
8
6
14
-33
30
27
7
7
13
-11
28
27
4
5
18
-24
17