"საბურთალოს" ფეხბურთელი ინტერს გი ტრავმირებულია და ოპერაციას გაიკეთებს

AutoSharing Option
ფოტო: Fcsaburtalo.ge

"საბურთალოს" კოტდივუარელმა ნახევარმცველმა ინტერს გიმ "ვიტ ჯორჯიასთან" მოგებული (3:0) მატჩის მე-8 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

როგორც თბილისელთა ვებგვერდი იუწყება, 25 წლის ფეხბურთელი ოპერაციას 7 ივნისს გაიკეთებს, რის შემდეგაც  გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს მოუწევს იძულებით დასვენება.

ინტერს გი "ქალაქელებს" სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან "საბურთალოს" შემადგენლობაში 10 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული