ფოტო: Fcsaburtalo.ge
"საბურთალოს" კოტდივუარელმა ნახევარმცველმა ინტერს გიმ "ვიტ ჯორჯიასთან" მოგებული (3:0) მატჩის მე-8 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
როგორც თბილისელთა ვებგვერდი იუწყება, 25 წლის ფეხბურთელი ოპერაციას 7 ივნისს გაიკეთებს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს მოუწევს იძულებით დასვენება.
ინტერს გი "ქალაქელებს" სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან "საბურთალოს" შემადგენლობაში 10 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
გიორგი რეხვიაშვილი თბილისის "საბურთალოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XVI ტური: "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯიას" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]