როგორ გადაწყდება "ტორპედოს" საკითხი? ჩინელი ინვესტორები ქუთაისის მერს შეხვდნენ

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/pg/FCTorpedoKutaisi1946

სამწუხაროდ, ჯერ ისევ ბუნდოვანია ქუთაისის "ტორპედოს" მომავალი. გაურკვეველია, რა ბედი ეწევა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას პირობა ჰქონდა დადებული, რომ დავალიანების ვერგასტუმრების შემთხვევაში, კლუბს დატოვებდა.

თავდაპირველად აღნიშნული ვალის გადახდის თარიღად 29 მაისი დასახელდა. "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხის (0:3) შემდეგ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თქვა, რომ თუ 5 ივნისამდე არ დაიფარებოდა დავალიანება, ის გუნდიდან წავიდოდა.

გუშინ "ტორპედოდან" არავის წასვლის შესახებ არ გავრცელებულა ინფორმაცია. მათ შორის, არც გუნდის მთავარ მწვრთნელს დაუტოვებია პოსტი.

"ლელოს" ინფორმაციით, ჩინელი ინვესტორების საკითხი კვლავ დადგა დღის
წესრიგში. მათ მიხედვით, ჩინელებთან მოლაპარაკება განახლდა და რამდენიმეწლიანი პროექტის განხორციელება კვლავ რეალურია.

გუშინ, 5 ივნისს, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინელ ინვესტორთა ჯგუფი ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას შეხვდა. კონკრეტული პირობებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

alt"ტორპედოდან" კახა ჩხეტიანიც მიდის? - რა ხდება ქუთაისურ კლუბში

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვურგავოგე რა თვალებში ნაცრისშეყრაა. მერიას რაესაქპება კერძოსაკუთრებასთან ეს ნინუა ვინარი შესაკუთრე რომელიცგაკოტრდა. აჯობეს კლუბი გაშოცხადეს გაკოტრებული და სახელმწიფომ კლუბი გაყიდოს ხოლო ნინუას და მერიის ავანტიურუბი საპროკურორო საქმუა. შარშან ყველაზე შემოსავლიანი კლუბი როგორ გაეოტრეს.
იბერიელი68
19:05 07-06-2019
0
Chachava tu ar cava da isev chinelebis gatkavebaze ikneba da xelfasac aigebs araferi cinsvla ar ikneba,chachava da misi direktori unda cavidnen da chinelembma daalagon menejmenti..
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული