ფოტო:facebook.com/pg/FCTorpedoKutaisi1946
სამწუხაროდ, ჯერ ისევ ბუნდოვანია ქუთაისის "ტორპედოს" მომავალი. გაურკვეველია, რა ბედი ეწევა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას პირობა ჰქონდა დადებული, რომ დავალიანების ვერგასტუმრების შემთხვევაში, კლუბს დატოვებდა.
თავდაპირველად აღნიშნული ვალის გადახდის თარიღად 29 მაისი დასახელდა. "ვიტ ჯორჯიასთან" მარცხის (0:3) შემდეგ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თქვა, რომ თუ 5 ივნისამდე არ დაიფარებოდა დავალიანება, ის გუნდიდან წავიდოდა.
გუშინ "ტორპედოდან" არავის წასვლის შესახებ არ გავრცელებულა ინფორმაცია. მათ შორის, არც გუნდის მთავარ მწვრთნელს დაუტოვებია პოსტი.
"ლელოს" ინფორმაციით, ჩინელი ინვესტორების საკითხი კვლავ დადგა დღის
წესრიგში. მათ მიხედვით, ჩინელებთან მოლაპარაკება განახლდა და რამდენიმეწლიანი პროექტის განხორციელება კვლავ რეალურია.
გუშინ, 5 ივნისს, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინელ ინვესტორთა ჯგუფი ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას შეხვდა. კონკრეტული პირობებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"ტორპედოდან" კახა ჩხეტიანიც მიდის? - რა ხდება ქუთაისურ კლუბში
არა მგონია რომ ჩინელებმა სტადიონზე სავაჭრო ცენტრი მოაწყონ,ამისათვის მათმა ამდენივე მიწა რომ იყიდონ 7-ჯერ იაფი დაუჯდებათ.მე როგორც ვატყობ, ჩინელებს მიზეზები უამრავი ჰქონდათ რომ ჩაჩავა გადაეგდოთ და ის იძულებული გახადეს კლუბიდან წასულიყო,მერიისათვის დაბრუნებული კლუბის ჩინელებზე გადაცემა მერიიდან ან პირდაპირ ჩაჩავას ხელიდან, აი ეს არის ალბათ განხილვაში.