პაატა ღუდუშაურის დედა: ჩემი შვილი თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია

AutoSharing Option
სადისციპლინო კომიტეტს აბსოლუტურად არ შეუსწავლია საქმის მასალები. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდათ მიღებული და უბრალოდ, ფორმალურად ჩაატარეს კომიტეტის სხდომა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, პაატა ღუდუშაურის დედამ, ხათუნა მწითურმა განუცხადა. ამით იგი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას ხუთი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

როგორც ხათუნა მწითური ჰყვება, საქმის მასალებით მტკიცდება, რომ მისი შვილი პაატა ღუდუშაური საკუთარი თანაგუნდელების - გიორგი გეთიაშვილისა და ნიკოლოზ მაისურაძის - მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია. მისივე ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო
კომიტეტის სხდომაზე გეთიაშვილმა და მაისურაძემ მის შვილზე ზეგავლენის ფაქტები დაადასტურეს. როგორც ხათუნა მწითური აღნიშნავს, ის ფედერაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

"ძალიან უსამართლოა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. ისე გამოვიდა, რომ უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა უფრო გულშემატკივრობს პაატა ღუდუშაურს, ვიდრე მისი ოჯახი - ფეხბურთის ფედერაცია. ეს არის ძალიან დიდი საქმე, რომელსაც ჩემს ადვოკატთან ერთად 3 დღის განმავლობაში შევისწავლიდი. არ გამიკეთებია არცერთი საჯარო განცხადება, სანამ საქმის მასალებს ბოლომდე არ გავეცნობოდი, რომ მე მორალური უფლება მქონოდა, პაატაზე საერთოდ რამე მეთქვა. აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი თავისი თანაგუნდელების მხრიდან მორალური წნეხის და ზეწოლის მსხვერპლია.

კომიტეტის სხდომაზე მე სიტყვით გამოვედი. ალბათ, იმ ჩანაწერებს არ წაშლიან, სადაც ასახულია, რომ პაატას თანაგუნდელებს, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება ვათქმევინე, რადგან პაატა მათი მხრიდან ფსიქოლოგიური ზეგავლენისა და მორალური წნეხის ქვეშ იყო მოქცეული.

სხდომაზე გიორგი გეთიაშვილს ვკითხე, მართალია თუ არა, რომ ის პაატას ტელეფონზე ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თუ არ დაეხმარებოდა, თავს ჩამოიხრჩობდა, რაზეც გეთიაშვილმა განაცხადა, რომ მართალია.

ასევე, საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ნიკოლოზ მაისურაძეც ძალიან ხშირად ურეკავდა პაატას და ეუბნებოდა, რომ სადღაც ბინაში უნდა ავიდეს, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა, ამით ფაქტობრივად ყველას გაწირავდა. ანუ ადვილად მოწყვლადი და ემოციური ბავშვი შეარჩიეს იმიტომ, რომ ეს იმ თამაშებში სასურველი შედეგის დადებაში, სავარაუდოდ, ხელს შეუშლიდა", - განაცხადა ხათუნა მწითურმა.

პაატა ღუდუშაურის დედის განცხადებით, სადისციპლინო კომიტეტის წევრებს საქმის მასალების გაცნობის სურვილი და ინტერესი არ ჰქონიათ. მწითური კომიტეტის სხდომის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს გეთიაშვილისა და მაისურაძის აღიარება პაატა ღუდუშაურზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით.

"პაატა, ფაქტობრივად, გიორგი გეთიაშვილისა და ნიკოლოზ მაისურაძის გაზრდილია. ზეწოლის ბრალი იყო თუ წნეხის, პაატა მაინც აღმოჩნდა იმ მხარეს, სადაც არ იყო სიმართლე. შესაბამისად, მე თავად მოვითხოვე კომისიის სხდომაზე, რომ პაატა ადეკვატურად დასჯილიყო, იქნებოდა ეს 6 თვით თუ 9 თვით საქმიანობის შეჩერება.

საქმე იმაშია, რომ ეჭვიც არ მეპარება, რომ ფეხბურთის ფედერაციამ არ შეისწავლა საქმის მთელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, კომიტეტის სხდომაზე დავინტერესდი, რატომ არ იყო დაბარებული საქმის უშუალო მწარმოებელი, სუს-ის თანამშრომელი ბატონი დავითი. მას რატომ არ მოუსმინეს? აშკარა იყო, რომ კომიტეტის წევრები საქმის მასალებს არ იყვნენ გაცნობილნი, არც ინტერესი ჰქონდათ. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდათ მიღებული და უბრალოდ, ფორმალურად ჩაატარეს კომიტეტის სხდომა.

შეიძლება სენსაციურ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ უსაფრთხოების სამსახურის. ისინი ვერაფერს ვერ იზამდნენ, მათი მოვალეობა იყო. ფეხბურთის ფედერაციამ და ლევან კობიაშვილმა კი გული დამწყვიტეს. მე კობიაშვილის კარგი გადაწყვეტილებებიც მინახავს და ნამდვილად არ ველოდი, რომ ასე გაიმეტებდა მის მიერ დასაცავ, საკუთარი ოჯახის წევრ ბავშვებს. მოხევე კაცს ეგ არ შეეფერება, არ ეკადრებოდა,," - განაცხადა ხათუნა მწითურმა.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო , თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

წყარო: IPN.GE

altსფფ-მ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა

altჯონი შეროზიას ადვოკატი ფეხბურთის ფედერაციას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს

altგიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით

 

altნიკა მაისურაძემ შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს


მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერაფერი რომ ვერ გაიგეთ, გონებაც რომ არ გყოფნით რამე გაიგოთ ან გაიაზროთ. პაატა ღუდუშაურია ერთადერთი ამ 11 კაციდან ვისთანაც არ იკვეთება ანგარება, გასაგებია??, ხოდა 203-ე მუხლი თუ ანგარება არ არის საერთოდ ჩამოშლილია, ყველას უნდა ფული პაატა ღუდუშაურის გარდა. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ მე მინდა ასე იყოს, იმიტომ რომ საქმის მტკიცებულებებიდან ასეა.
ვაი ვაი
16:23 22-10-2019
0
საცოდავო ბოღმიანებო კომენტარების წერის მეტი ცხოვრებაში არაფერი რო არ გიკეთბიათ რა გჭირთ რამ გაგაბოროტათ ესე ?? გინახავთ გუდუშაურის თამაში ეს ბიჭიალამაზებს ქაღთულ ფეხბურთს ნიჭი ტალანტი აქვს რომელიც ერთულებია დღეს მოსიარულე გვამე რო დარბიან სტადიონზე იმასმიხედეთ პაატ ითამაშებს დიდ ფეხბურტს და იტყვის თავის სიტყვას
ანი ანი
14:42 14-06-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული