დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე, გადაისინჯა ფეხბურთელებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.
საქმეზე სულ 11 ფეხბურთელი იყო დაკავებული. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელთან, ირაკლი ხუჭუასა და ნიკა დაუშვილთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას,
სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
interpressnews.ge