ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა

AutoSharing Option
ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა. გუნდის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება.

"მოვითხოვთ, დროულად გაუშვან ზაალ ჩაჩავა და დაიწყოს გამოძიება, რამდენად სწორად დაიხარჯა თანხები. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ჩაერიოს პროცესებში და მოიყვანონ ახალი ინვესტორები, ვიდრე გუნდი მთლიანად დაიშალა, ამ შემადგენლობითაც რთულია თამაში და კიდევ რომ წავლენ ფეხბურთელები, გვიანი იქნება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათ ასევე მოუწოდეს მერიას, მეტად დაინტერესდეს არსებული პრობლემებით და გამოუცხადოს თანადგომა
"ტორპედოს". გულშემატკივრები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე დაშლას არ აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ისევ ჯობია რომ გუნდი ქალაქის საკუთრებაში გადავიდეს და ის მიღწევები და თანხა რასაც გუნდი გამოიმუშავებს ქალაქი და გუნდი განკარგავს აქედან გამომდინარე გუნდს მეტი სარგებელი ექნება და თუკი სპონსორი გამოჩნდა კიდევ უანგარო და ტორპედოს მოყვარული ეს იქნება მთლად უკეთესი
ისიდორე
22:35 01-07-2019
0
მოგიწევთ ქუთაისლებს ვისოლზე ხვეწნა, იქნებ დაბრუნდნენ, მაგრამ უნდა დაჰპირდეთ რომ მადლიერების მაგივრად ისევ დედის გინებას, ქვების სროლას და გაეთრიეს ძახილს არ დაუწყებთ!
თუმცა ალბათობა იმისა რომ ვისოლი დაბრუნდეს არის 0.1%
ახლა კი კერძო საკუთრებაზე:
კლუბი კერძოა,მერიის ბალანსზე არაა, კერძო მგლობელს აქვს კერძო საკუთრები ჩინურ ბინზეს ჯგუფთან,ამ საქმეში მესამე პირი ვერ ჩაერევა ამ ორი მხარის თანხმობის გარეშე.
ქალაქისაგან რას ითხოვს ხალხი? რომ ისევ ქალაქმა შეინახოს კერძო კლუბი თუ კერძოს წაართვას მისი საკუთრება და ბალანსზე დაისვას?თუ კერძოსაგან უნდა გამოისყიდოს?
ხომ არ აჯობებდა რომ გადადოთ ამბიციები და ნულად შეჰქმნათ სახალხო გუნდი სახალხო ფულით, როცა არც მერიას ,არც სახელმწიფოს და არც ჩიენლებს არაფერს ეხვეწებით, რამდენიც გაქვთ იმდენით არსებობთ და იბრძვით განვითარებისაკენ.
Artanuji
16:16 28-06-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული