"ტორპედოს" სტადიონზე საფარი დააგეს, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება [PHOTO]

AutoSharing Option
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ახალი საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, რომლის ამსახველ ფოტოებს "ტორპედო" "ფეისბუქზე" ავრცელებს.

kutaisipost.ge-ს ინფორმაციით, "ტორპედო" საკუთარ მოედანზე ახალი სეზონის დაწყებამდე თამაშებს მაინც ვერ ჩაატარებს.

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო", ფინანსური კრიზისის პარალელურად, ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას.

კლუბში ბოლო წლებია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, იმისთვის, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს უმასპინძლოს, ბაზაზე ყველაზე მცირე, ერთი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

Sportall.Ge

პროექტის მიხედვით, მოედნის ინფრასტრუქტურა
თითქმის მთლიანადაა შესაცვლელი.

სამუშაოების პროექტირება ქუთაისის მერიამ 35 000 ლარით დააფინანსა, თუმცა უცნობია, საიდან მოიზიდავს კლუბი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს.

წყარო: kutaisipost.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
გუნდი დაშალეს და საფარი ვის დაუგეს??????
zzzzzzzzzzzzzviadi
14:34 01-08-2019
1
რაღაცნაირად მახსოვს,რომ ბ-ნმა ლ. კობიაშვილმა "ტორპედოსთან" შეხვედრისას განაცხადა,რომ ქუთაისში იგეგმებოდა თანამედროვე სტილის ახალი სტადიონის მშენებლობა. თუკი ასეა,არსებულზე ზედმეტი ხარჯის გაწევა, რა თქმა უნდა, არ ღირს.დიდი სპორტული ტრადიციების მქონე,ყველასთვის საყვარელი, ჭეშმარიტად ქართული ქალაქი ნამდვილად ღირსია და იმსახურებს კიდევაც თანამედროვე, მაღალი სტანდარტების სტადიონის მშენებლობას!გადაწყეტილება მისაღებია დროულად და გაწელვების გარეშე! თბილისელი გულშემატკივარი.
givi
01:29 28-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული