22 წლის მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე "რუსთავის" ფეხბურთელი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქზე" ავრცელებს.
თევზაძე "საბურთალოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, თუმცა საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში დებიუტი "სამტრედიას" შემადგენლობაში ჰქონდა.
ის ასევე თამაშობდა "დინამო თბილისის" შემადგენლობაში. შემდეგ სლოვაკური გუნდის, "ჟილინას" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი მშობლიურ გუნდ, "საბურთალოში" გამოდიოდა.
თევზაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების (U17, U19, U21) წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.