3 ივლისს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "სიონმა" საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" 1:0 მოუგო.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვების გოლი თავით 36 წლის თავდამსხმელმა ტატანაშვილმა გაიტანა, რომელიც ბოლნისურმა გუნდმა ახლახან "თელავიდან" გადაიყვანა.
"სიონი" 25 ქულით მეშვიდე ადგილზეა, "ვიტ ჯორჯია" კი 15 ქულით უკანასკნელ, მეათეზე.
ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - ვიტ ჯორჯია 1:0
გოლი: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (57)
სიონი (4-2-3-1): ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, ლაშა უგრეხელიძე, ზურაბ ჯაფიაშილი, ანზორ სუხიაშვილი, ლევან ხმალაძე (კ), რატი ცაცკრიალაშვილი, ბექა გვარაძე (ჯაბა უგულავა 50), გიორგი ივანიშვილი, კახა კახაბრიშვილი (დავით თარგამაძე 58), დიმიტრი ტატანაშვილი (თორნიკე თარხნიშვილი 77)
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ვიტ ჯორჯია (3-1-4-2): ლევან ისერგიშვილი, ლუკა ჯანელიძე, ანდრო ნემსაძე, რევაზ ჩიტიშვილი, ზვიად ნაჭყებია (ლუკა თათხაშვილი 81), ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ლუკა ვარძელაშვილი, ლაშა ნანობაშვილი, დიმიტრი ხუციანიძე (თორნიკე მუზაშვილი 66), ზურაბ მუსელიანი
მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე