
ბათუმის "დინამომ" ნახევარმცველ ჯაბა ჯიღაურისა და მეკარე მაქსიმ კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო.
ჯიღაური გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე ლიგის "გრენობლში" ასპარეზობდა და ზღვისპირულმა კლუბმა 2,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. სხვათა შორის, ის "დინამომ" 21 ივნისს წარადგინა.
რაც შეეხება 31 წლის უკრაინელ კუჩინსკის, ბოლოს "კარპატის" ღირსებას იცავდა.
ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია