4 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივს" 6:0 მოუგო.
მატჩს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მომავალი მეტოქის, "ფეიენოორდის" მწვრთნელის, იაპ სტამის თანაშემწე როი მაკაი ესწრებოდა.
სტუმრებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეტოქეს შესვენებამდე მოუთავეს საქმე: ანგარიში დებიუტში შორიდან შესრულებული საჯარიმოთი ნინუამ გახსნა, მერე კუტალიამ თავურით კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, ცოტა ხანში შენგელიას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ყველას ქავთარაძემ დაასწრო, შემდეგ კი ნინუამ მახვილი კუთხიდან ისევ საჯარიმოთი გაიტანა გოლი.
მეორე ტაიმში შულაიამ რიკოშეტით, ხოლო კარიკარიმ თავურით დალაშქრეს მეტოქის კარი და "დინამომ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 0:6
გოლები: 0:1 ნიკა ნინუა (3), 0:2 ლევან კუტალია (37), 0:3 ნოდარ ქავთარაძე (40), 0:4 ნიკა ნინუა (43), 0:5 აკაკი შულაია (71), 0:6 კვამე კარიკარი (77)
ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (გიორგი გოროზია 59), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (შოთა შეყილაძე 46), დათო კირკიტაძე (დავით ჯიქია 72), ბიძინა მახარობლიძე, ირაკლი სიხარულიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, არფანგ დაფე (კვამე კარიკარი 54), გიორგი პაპავა (ბაქარ ქარდავა 73), ლევან შენგელია (აკაკი შულაია 63), ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე, ლევან კუტალია
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე