ეროვნული ლიგა. XXII ტური: "რუსთავმა" "ჩიხურას" მინიმალური ანგარიშით სძლია

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "რუსთავმა" სახლში საჩხერის "ჩიხურას" 1:0 მოუგო.

გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში გუჯაბიძემ მეტოქის მცველის შეცდომის შედეგად გაიტანა, რომელმაც ბურთი საჯარიმოდან დროულად ვერ აიტანა.

მასპინძლებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და 22 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე არიან, "ჩიხურა" კი 27 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - ჩიხურა 1:0
გოლი: ავთანდილ გუჯაბიძე (22)

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა გადრანი, ლუკა ნოზაძე (დათა სიჭინავა 72), გიორგი ვასაძე, ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე (გეორგი ბუგულოვი 81),
ლაშა ქოჩლაძე, ბექა ქავთარაძე (ნიკა ძალამიძე 80), ლუკა იმნაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ჩიხურა (4-2-3-1): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (ბესო დეკანოიძე 78), დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია (კ), თეიმურაზ მარკოზაშვილი (ირაკლი კამლაძე 90+1), ირაკლი ლექვთაძე, მიშიკო სარდალიშვილი, მიხეილ ერგემლიძე (დემურ ჩიხლაძე 62), გიორგი ფანცულაია

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
morcha shotlandiashi chixuris evropa bixacebs xorvatia undodat gekofad sazxvari aq kvelafers zxaprebi bavshebs undat
jiji
09:49 08-08-2019
0
ხო იმკიტ რასაც ტესავტ ფრუდზე ბერიკა და ნუგზარას ჰნირები ფეხბურტელებს ვეხუტები
koko
00:38 07-08-2019
0

სიახლეები პოპულარული