რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
ამ ფოტოს ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, ჭეშმარიტებისთვის, დაგერთოთ ის ფოტო, აჭარა სპორტს რომ უდევს, ორი დეგრადიული ამ დროშით ხელში ნაცისტური სალამით რო დგას, თანაც სამამულო ომის მემორიალთან! და საერთოდ ეს შავ ფორმაში გამოწყობილი დინამოს ფანები ვერ ჩავწვდი რა დაჯგუფებაა დინამოს ნაცვლად ელიტას რო სკანდირებენ! სად არიან ის ძველი ფანები, ლურჯ ფორმებში?!
ვაკო
09:19 15-08-2019
1
მალე უბურთოდ მოგვიწევს თამაში და მერე ვნახოთ, ვინ შესაზმავს ცხენს?!!!
მერე რაღას იტყვის ბუხალა? ბურთი ოთხკუტხედი უნდა იყოსო?
თუ კარს გახდიან მრგვალს???
კ ო მ ბ ლ ე
03:10 14-08-2019
1

სიახლეები პოპულარული