რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
იმ უეფას რა ვუთხარი ... ყაზახეთს რო ევროპად აღიარებს და დინამოს ამ იდიოტური მიზეზით ბილეთს არ გააყიდინებს.
ჯ.ს.
10 აგვისტო 2019 00:25
18
აქ მოკომენტარეები ვინც ფანკლუბში ვითომ არსებულ ნაციზმზე აპელირებთ მაგარი ჭკუანაღრძობები ხართ!!! 88 არის ციფრი და მეტი არაფერი! აბა გოგა ბითაძე ჰიმლერი ყოფილა, რადგან ამერიკულ გუნდში ნომერი 88 აირჩია!
aburjga
10 აგვისტო 2019 00:06
20
აბა ერთი კარიკარის გოლის შემდეგ იმ ვაჟკაცს უყურე ფანკლუბიდან როგორ იქნევს ხელს და მერე მიხვდები მხოლოდ ციფრია თუ არა 88 და იმასაც მიხვდები ვინაა ტვიმნაღრძობი :-) როცა რაღაც არ გაწყობთ სტრასბურგიც მოსყიდულია :-)ახალი ანდაზაა
:-)
10 აგვისტო 2019 03:45
4
არც იციან რას ჯღაბნიან ამ ბანერებზე..
დარწმუნებული ვარ დინამოს ფანკლუბში ჰიტლერიც და ნაციზმიც ყველას მაგრა კიდია..უბრალოდ სადღაც უნახავთ ან გაუგიათ და გადმოიტანეს უაზროდ.
მურმანი
09 აგვისტო 2019 23:41
7
და ვინმე რომ შევიდეს სტადიონზე და სომბოლიკა დაკიდოს უნდა დასაჯონ კლუბი?
ddgfdf
09 აგვისტო 2019 23:29
8
მაგარ ლოგიკაში ხარ
გელა ნუგზარაშვილი
09 აგვისტო 2019 23:39
3
კი, ყველგან ეგრე ხდება ევროპაში, არ აქვს მნიშვნელობა ერთი კაცის მოფიქრებულია თუ მილიონის. კლუბის ვალდებულებაა მაშინვე ჩამოხსნას და გააგდოს დამნაშავე, თუ ვერ/არ გააკეთეს ისჯება კლუბი.
Piper
09 აგვისტო 2019 23:33
2
არაფერი დებილობა ეს არ არის.ეს მიზანმიმართულადაა გაკეთებული.ეს არის ნამდვილად ნეო-ნაცისტური სიმბოლო.ფოთლებში ჩასმული 88. თუ 1988 დაწერა უნდოდათ არ იყო აუცილებელი ფოთლების მიხატვა.
jonis
09 აგვისტო 2019 23:20
4
მე ვიფიქრე აზერბაიჯანელ ფერადკანიან ფეხბურთელს რასისტული გარეგნობის გამო შეურაცხოფა მიაყენეს თქო და ნაცისტური პლაკატი?? არსებობს კლუბში თანამდებობა რომელიც ამ ქომაგებთან ურთიერთობა ევალება, მან არ იცოდა რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო თუ ეს თანამდებობა დინამოში პირობითია და არაფერი ევალება? უეფა ესე უაპელაციოდ არ დაგვსჯიდა, რომ არ ქონოდა საკმარისი არგუმენტები, ჩემი აზრით ამ პლაკატის შეხედვის შემდეგ აზრი არ აქვს გასაჩივრებას არანაირი. ერთადერთი თეორიული აზრი ექნებოდა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ სანამ ის განიხილავს შეიძლება თვეები დაჭირდეს და აზრი? კი მაგრამ დინამოს ქომაგთა კლუბი მანამდე არ არსებოდა და 1988 წელს შეიქმნა??
zaza
09 აგვისტო 2019 23:46
3
ნამდვილად, აშკარად ნაცისტური სიმბოლიკაა, და ყველას შეუძლია ამის მოძებნა.
გუგა
09 აგვისტო 2019 23:33
5
რა შეცდომაზეა საუბარი,კარიკარის გოლის შემდეგ ტიპი ჰიტლერის მისალმებისას ხელს ისე იქნევდა კინაღამ ამოიგდო:-) ეს უბრალოდ თავის მართლებაა დინამოს მხრიდან,აშკარად არიან ფანკლუბში ნეო-ნაცი მიმდევრები
:-)
09 აგვისტო 2019 23:15
12
რავა ყველა დებილობა ჩვენ უნდა დაგვემართოს?!
joni
09 აგვისტო 2019 23:02
2
რაღაც ეჭვი მეპარება მიზეზი ის იყოს, რაც აქ წერია. ვგულისხმობ დინამოს პირველი ფან–კლუბის დაარსებას 88 წელს, დინამოს ფან–კლუბებში ნაცისტური სენტიმენტები არ არის ახალი, და ნუ დავაფარებთ ხელს, ამით დათვურ სამსახურს ვუწევთ, ბავშვები იწამლებიან ამ სულელური იდეებით, და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ თემაზე ღიად მით უკეთესი, ნაცისტური იდეების მიმართ ნულოვანი შემწყნარებლობა უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება, ჟურნალისტებს კი მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, კარგი იქნება ამ თემაზე ვინმე თუ იმუშავებს.
გუგა
09 აგვისტო 2019 23:02
13
ფეინორდთან სულ 100 000 მაყურებელიც რომ მოვიდეს, რამის იმედი გვაქვს?
giorgi
10 აგვისტო 2019 00:46
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული