რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
არც იციან რას ჯღაბნიან ამ ბანერებზე..
დარწმუნებული ვარ დინამოს ფანკლუბში ჰიტლერიც და ნაციზმიც ყველას მაგრა კიდია..უბრალოდ სადღაც უნახავთ ან გაუგიათ და გადმოიტანეს უაზროდ.
მურმანი
09 აგვისტო 2019 23:41
7
დინამოს ბედი როტერდამში დაილუქა და ამ ვაიგულშემატკივრების "გამხნევება" არავის ჭირდება აწი. ისე, თბილისის დინამო რომ ნამდვილი გულშემატკივრის გარეშე არის ათწლეულები ეს დიდი ხანია ვიცით.
ლუკა
11 აგვისტო 2019 04:47
5
უნდა გამოიძიონ ვისი იდეა იყო და კინწისკვრით გააგდონ ქომაქთა კლუბიდან
თემო
10 აგვისტო 2019 13:00
3
ეს სიმბოლო მართლაც ნეონაცისტურია. არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ვის ასულელებენ. ვიღაც ასი კაცის გამო ისჯება 50000 გულშემატკივარი. აღმაშფოთებელია, როდის იყო საქართველოში ან ნაციზმი, ან ფაშიზმი.
mvx
11 აგვისტო 2019 14:28
1
რუსეთის - თუ რამე არ მოეწონებათ აამუშავებენ ხელდახელ. რომ სპორტულ არენაზე მიღწეული წარმატებებით(განსაკუთრებით ფეხბურთი)არ გამოფხიზლდეს ერი, რომელსაც მეტი პრეტენზია გაუჩნდება, თუნდაც სრული განთავისუფლება დამპყრობლისგან!
გივი
10 აგვისტო 2019 14:45
2
ყველა გამოხმაურება
ადრეც მითქვია და ვიმეორებ. მე მკიდია ჯვაროსნებიც და ნაცისტებიც, ამიტომაც არ ვიცოდი ესეთი სიმბოლო თუ ქონდათ. შეიძლება არც დინამოს წარმომადგენლებმა იცოდნენ ეს. მაგრამ თუ უეფა კრძალავს, ალბათ ექნებათ ჩამონათვალი ყველა იმ სიმბოლოს ან პლაკატის რაც არ შეიძლება. აი ეს კი ფედერაციაში ვინმეს უნდა ცოდნოდა.
ჰაჰა
10 აგვისტო 2019 09:38
6
ჯერ ერთი 88 ნიშნულუს ქვეშ მითითებულია 19 და მერე დიდი შრიფტით 88 რაც იმას ნიშნავს ,რომ დინამომ გადმოფინა 1988 წელი. თუ რატო მიზეზი სტატიაშია ახსნილი.
და მეორე თუ ესათის ბანერი არ შეიცავს შინაარსიანად რაიმე ამკრძალავს უფლება არავის არააქვს,რომ ამის გამო ვინმემ ვინმე დასაჯოს..და ეს თუ უეფას ეგონა,რომ ნაცისტურს ნიშნავდა ეს დინამოს ქომაგების ბრალი კიარაა არამედ უეფასი...
მესამე ბანერი თუ გადმოკიდეს ნაცოზმის მაშინ იქ შეძახილებიც იქნებოდა შესაბამისი და გამოიძიონ ასე თვალებხუჭულა რო წყვეტავენ ყველაფერს.
რაუნდა ცოდნოდა.
10 აგვისტო 2019 10:37
8
კარგი იყოს 1988 მაგრამ ფოთლები,რომელიც 88 გარშემოა და რომელიც ნაცისტების 88 სიმბოლოა,რომელიც გარედანაა შემორტყმული,ამ ფოთლებზე რა აზრის ხარ?არა უმიზეზოდ გამოხტა უეფა და დაგვაჯარიმა,ჩვენ აზრზე არ ვართ ევროპაში ისე მუშაობენ სპეცსამსახურები ამის ნაცისტების წინააღმდეგ.ესეთ ერთ-ერთ ლექციას მეც დავსწრებივარ გერმანიაში და კარგად ვიცი როგორი შეფარვითი ტაქტიკა და სიმბოლოებიც აქვთ ნაცისტებს და ჩვენ გამოვდივართ და უეფას ვუმტკიცებთ რომ არაფერ შუაში არ არის ფანკლუბი.ზოგადათ ნაცისტი არ იცნობა ერთი სიმბოლოთი.ბევრი ნაცისტური სიმბოლო არსებობს და თუ პიროვნება ან პიროვნებების ჯგუფი ამ სიმბოლოებიდან რამოდენიმეს ატარებს ან იყენებს უკვე ეჭვი ჩნდება მის წინააღმდეგ. მაგ: ნიუ ბალანსი,ლონსდეილი ნაცისტების საყვარელი ბრენდებია.ყველა ზუსტად არ მახსოვს.გადახოტრილი თავი. ტატუები რომლებსაც ატარებენ.მაგალითად,ობობის ქსელი ერთ-ერთი ნიშანია.მოკლედ ბევრია ესეთი და თუ პირი ამათგან რამოდენიმეს „აკმაყოფილებს“ უკვე ეჭვმიტანილია და მიდის დაკვირვებები.
რაუნდა ცოდნოდა-ს
10 აგვისტო 2019 14:36
5
გრიშა ონიანი თბილისის დინამოს ფან-კლუბის პრეზიდენტად!
ბადრი შუბლაძე
10 აგვისტო 2019 09:11
3
და სად იყო უსაფრთხოების სამსახური რომ დაინახეს რატომ არ ჩამოახსნევინეს, ან თვითონ ჩამოეხსნათ.მარა დარწმუნებული ვარ, ალბათ არც იცოდნენ რას ნიშნავდა.წალეკა ქვეყანა უცოდინარებმა ყველა სფეროში და ქვეყანა იმკის შედეგებს.დღეს ცარიელი ტრიბუნებით გათამაშებენ,ხვალ სერთოდ არ დაგიშვებენ და ა შ.
კახა ქ.
10 აგვისტო 2019 00:56
2
ყველამ კარგად იცის დინამოს ფანკლუბი რომ შეუმდგარი მოფაშისტო ელემენტების ბირჟაა. დინამოს ფანების ფეისბუქ გვერდებზე ერთი შესვლაც საკმარისია მაგის მისახვედრად. აი როცა ფულის გადახდა მოუწევს გუნდს იქნებ მიხვდნენ და თვითონ გაემიჯნონ ასეთ ელემენტებს და დაგმონ მსგავსი გამოხდომები როგორიც აქვთ ხოლმე. რომ დგანან ხოლმე და ფაშისტურ მისალმებას აკეთებენ, ეხლა ვიღაც გამოხტება და იტყვის რომაულიაო :D გინდაც ნიკარაგუული იყოს, ყველამ იცის თქვენ რატომაც აკეთებთ და ეგეც კარგად იცის 88 რატომ დააწერეთ დიდად და არა 1988
ბადრი
11 აგვისტო 2019 01:16
7
იმ უეფას რა ვუთხარი ... ყაზახეთს რო ევროპად აღიარებს და დინამოს ამ იდიოტური მიზეზით ბილეთს არ გააყიდინებს.
ჯ.ს.
10 აგვისტო 2019 00:25
18
კი დინამოს ფანკლუბში ნამდვილად არიან პატარა ლაწირაკი ფაშისტურ-ნაცისტური ელემენტები რომ იცოდეთ. პროსტა აქ ჭკუა იხმარეს ისე გააკეთეს რომ გამოსაძვრომი მიზეზიც ქონდეთ ვითომ იმაზე მაგრამ სულერთია მაინც იმას გულისხმობენ. აზერებზე კია ალალი მაგრამ დღეს ხვალ ეს დეგენერატები ასალაგმი გაგვიხდება ქართული სულით არ არიან გერმანელების ჩM### O Rebi არიან
1941-1945.
10 აგვისტო 2019 02:13
7
კარგით რა,ყველამ ვიცით დინამოს ვითომ ზოგიერთი ფანების მიდრეკილება ფაშიზმისკენ,რას ამართლებთ ბრმები კი არ ვართ.აჭრელებული გვაქვს სადარბაზოები სვასტიკებით და დინამოს სვასტიკას მიმსგავსებული სიმბოლოებით.უწიგნურებო,წიგნებში ჩაიხედეთ და ფაშისტურ სვასტიკაზე უფრო ლამაზ,ძველ ქართულ სიმბოლოებს ნახავთ,მაგრამ არა, ჩვენ ხომ რაღაც და ვიღაც სირებს უნდა მივბაძოთ.1988 წლის დაწერა თუ უნდოდათ ნორმალურად უნდა დაეწერათ,მაგრამ 88-ს აქვს ხაზი გასმული.
Levan
11 აგვისტო 2019 17:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული