საქართველოს ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "ლოკომოტივმა" სტუმრად "დილას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივლისს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "ლოკომოტივმა" გასვლაზე "დილას" 1:0 მოუგო.

მატჩი თვალსასეირო ნამდვილად არ გამოვიდა და თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შესულმა ჯიქიამ მახვილი კუთხიდან ჩოჩიშვილს გოლი გაუტანა და "ლოკომ" გაიმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლკიპერს ბურთის აღება მართებდა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - ლოკომოტივი 0:1
გოლი: დავით ჯიქია (90)

დილა (3-5-2): გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, გია ჩადუნელი, ალეფ სანტოსი, ერიკს სანტოსი, ამოს ნონდი (ისიფუ ლემპტი 90+4), ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი, ლევან ნონიკაშვილი (ფელიპე პაიმი 90), თენგიზ
წიქარიძე (გურამ გოშთელიანი 67), ფაბიან რიდი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, დათო კირკიტაძე (გიორგი გოროზია 78), თორნიკე ძებნიაური, ბიძინა მახარობლიძე (შოთა შეყილაძე 84), ირაკლი სიხარულიძე (დავით ჯიქია 84)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული