ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "რუსთავმა" "ტორპედოს" მინიმალური ანგარიშით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "რუსთავმა" "ტორპედო" 1:0 დაამარცხა.

ფინანსური კრიზისის გამო "ტორპედო" 14-მა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, საკადრო პრობლემები აქვს და ამ შეხვედრაში მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა სასტარტო შემადგენლობაში 6 ნომინალური მცველი დააყენა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - ქავთარაძის დარტყმული ბურთი კვასხვაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სილაგაძემ დაასწრო.

დარჩენილ დროში "ტორპედოს" საპასუხო გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ კიკნაძემ და ცეცხლაძემ მომენტები ვერ გამოიყენეს.

წყალტუბო. "26 მაისი"
ტორპედო - რუსთავი 0:1
გოლი: ლუკა სილაგაძე (61)

ტორპედო (3-4-3): როინ კვასხვაძე (კ),
ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ცოტნე ნადარაია (თამაზ ცეცხლაძე 46), რაფაელ ჩუკვურა, ცოტნე მოსიაშვილი (გიორგი კიკნაძე 65), პაპუნა ფონიავა, გრიგოლ დოლიძე, ზაზა ციცქიშვილი (დავით იონანიძე 31)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა ნოზაძე, გეორგი ბუგულოვი, გიორგი ვასაძე, ლუკა სილაგაძე (კ), დათა სიჭინავა (ნიკა ძალამიძე 70), ლაშა ქოჩლაძე, ბექა ქავთარაძე (გიორგი თევზაძე 79), ლუკა იმნაძე (ლაშა ლეჟავა 87)

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული