ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "სიონმა" "ჩიხურასთან" ფრეს ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "ჩიხურასა" და "სიონის" დაძაბული მატჩი 2:2 დასრულდა.

28-ე წუთზე დეკანოიძის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე სტუმართა გუნდის მცველ უგრეხელიძეს მოხვდა, პენალტით კი ანგარიში "ჩიხურას" მცველმა კორიფაძემ გახსნა.

შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა კახაბრიშვილმა ტატანაშვილის პასით საპასუხო გოლი გაიტანა, თუმცა მალე სარდალიშვილის მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში დეკანოიძემ დააგვირგვინა.

შეხვედრის დასასრულ, ტატანაშვილის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ჩათვალა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და ყვითელი ბარათი უჩვენა, კომპენსირებულ დროში კი ბოლნისელთა თავდამსხმელმა უგულავამ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

ივანწმინდა. "ცენტრალური"
ჩიხურა - სიონი 2:2
გოლები: 1:0 გიორგი კორიფაძე (29, პენ), 1:1 კახა კახაბრიშვილი (48), 2:1 ბესო დეკანოიძე (53), 2:2 ჯაბა უგულავა (90+4)
გაძევება: ზურაბ ჯაფიაშვილი (90+5)

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით მაისაშვილი (ირაკლი კამლაძე 81), გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია (კ), ირაკლი ლექვთაძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (თეიმურაზ მარკოზაშვილი 66), გიორგი ფანცულაია (დავით მეგრელიშვილი 70), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სიონი (4-2-3-1): ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, ლაშა უგრეხელიძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ლევან ხმალაძე, დავით თარგამაძე (კახა კახაბრიშვილი 46), რატი ცაცკრიალაშვილი, ბექა გვარაძე (ჯაბა უგულავა 59), გიორგი ივანიშვილი (არჩილ ტვილდიანი 71), დიმიტრი ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
wadi sosoie evropa darcha awi zxaparshi weis da gundi daishleba 17shi batumi amogdebs
koko
21:08 11-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
30
19
5
6
34
62
30
19
5
6
26
62
30
11
7
12
3
40
30
10
7
17
0
37
30
8
11
11
1
35
30
8
10
12
-13
34
30
8
7
15
-37
31
30
4
6
20
-27
18